Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.04.2023

 

 

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთი ახალწვეული "ზესტაფონის" რიგებში

 

 

 

 

 

ნიკა ხვადაგიანი
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" 2023 წლის საფეხბურთო სეზონში უკვე ორი სადებიუტო შეხვედრის გამართვა მოასწრო. ამასობაში კი ზემოიმერლებს მორიგი ახალწვეული შეუერთდა - ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 24 წლის ნიკა ხვადაგიანი იასპარეზებს.

 

ნიკა ხვადაგიანი ქუთაისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. როგორც გითხარით, ის 24 წლისაა და მისი სათამაშო ამპლუა მარჯვენა მცველის პოზიცია გახლავთ.

 

ქუთაისის "ტორპედოს" ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობის შემდეგ, 2020 და 2021 წლების სეზონებში ის წარმატებით ასპარეზობდა წყალტუბოს "სამგურალში". შარშანდელი სეზონის დასაწყისი მან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ზუგდიდის "დინამოს" რიგებში გაატარა, შემდეგ კი ტყიბულის "მეშახტეშიც" მოსინჯა ძალები...

 

მარგველთა ახალწვეული უკვე შეუერთდა გუნდს და ახალ თანაგუნდელებთან ერთად კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას შეუდგა...

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 22 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, მესამე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" დაუპირისპირდება. ეს მატჩი თბილისში, "მარაკანას" სახელწოდებით ცნობილი სპორტულ კომპლექსის ხელვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023