საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 7 მარტს ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის წარმომადგენელ სენაკის "ეგრისს" უმასპინძლეს.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. პირველ ტაიმში თავიდან სენაკელები დაწინაურდნენ, შემდეგ კი "ზესტაფონის" ახალწვეულმა ლუკა დევდარიანმა წონასწორონა აღადგინა. მეორე ნახევარში კი გოლებით მხოლოდ მასპინძლებს გაჰქონდათ - თავი ბესო ფერაძემ და ლუკა შენგელიამ გამოიჩინეს...
აპრილის დასაწყისში დაგეგმილი ჩემპიონატის დაწყებამდე, იმერლები კიდევ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვას გეგმავენ...