Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.02.2023

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი ახალწვეული "ზესტაფონის" რიგებში

 

 

 

 

 

ლაშა კუჭაშვილი

მაშ ასე, 2023 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი ისევ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გათამაშებაში ჩაერთვება. როგორც უკვე ცნობილია, ეროვნული ლიგა 3-ს ტურნირი სტარტს აპრილის პირველ რიცხვებში აიღებს...

 

მოახლოვებული ტურნირის კალენდართან და დებულებასთან დაკავშირებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებები კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი...

 

ახალ საფეხბურთო სეზონში საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში თბილისურ "მერანი-2"- თან, "ვარკეთილთან", "საბურთალო-2"-თან, "ლოკომოტივი-2"-თან და "ირაოსთან", დუშეთის "არაგვთან", "გორთან", "ბორჯომთან", ლანჩხუთის "გურიასთან", ჩოხატაურის "ბახმაროსთან", ტყიბულის "მეშახტესთან", ხელვაჩაურის "მაჭახელასთან", საჩხერის "ჩიხურასთან", სართიჭალის "შტურმთან" და "რუსთავთან" იასპარეზებს...

 

ამასობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მორიგი ახალწვეული შეუერთდა - 2023 წლის სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას 21 წლის ნახევარმცველი ლაშა კუჭაშვილი დაიცავს!

 

ლაშა კუჭაშვილი ჭიათურის ფეხბურთის აღზრდილია და სხვადასხვა წლებში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბების ღირსებას იცავდა...
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023