Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.05.2023

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი საშინაო გამარჯვების დღე

 

 

 

 

მიმდინარე წლის 9 მაისს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეექვსე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ჩოხატაურის "ბახმაროს" უმასპინძლა...

 

გურულებთან მატჩის წინ მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნათ - სხვადასხვა ხასიათის ტრავმის გამო იმერლებს ლაშა კუჭაშვილი, ზურაბ სადაღაშვილი, ლუკა შენგელია, ლუკა ფუტკარაძე, დავით ნუცუბიძე და გიორგი ხუჯაძე დააკლდნენ. ამის მიუხედავად, მოედანზე გუნდი საბრძოლო განწყობით გავიდა და საბოლოოდ, მიაღწია კიდეც საწადელს...

 

მატჩის პირველი ნახევარი, ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ბურთს უფრო მეტად „ბახმარო“ აკონტროლებდა, თუმცა არც „ზესტაფონი“ ზრუნავდა მხოლოდ დაცვაზე.

 

ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს - შოთა ანდრიაძის მიერ მოპოვებული ჯარიმა ლუკა დევდარიანმა უძლიერესი დარტყმით „ბახმაროს“ კარის ბადეში გაჭედა!

 

თამაშის დარჩენილი ნაწილი ფიცხელ ბრძოლაში წარიმართა და „დავით აბაშიძეზე“ შეკრებილ არცთუ მცირერიცხოვან ქომაგს წამითაც არ მოუწყენია.

 

ტერიტორიული უპირატესობა უმეტესად სტუმრებისა იყო და „ზესტაფონის“ კართან რამდენჯერმე „დაცხა“, თუმცა მეკარე შოთა იგითხანიანის მეთაურობით თავგანწირვით მოასპარეზე იმერთა დაცვამ კარი „მშრალად“ შეინახა. მარგველთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება - 1:0.

 

09.05.2023. ”ზესტაფონი” - ”ბახმარო” (ჩოხატაური) 1-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, დევდარიანი, კლდიაშვილი, ანდრიაძე, უედრაოგო (შალამბერიძე, 65), ხვადაგიანი, სათირიშვილი, გიგოლაშვილი, სამხარაძე, ცქიფურიშვილი, ზუზაძე (ადებოვალე, 82).

დაწვრილებით:

ფოტომასალა მოწოდებულია ჯემალ ფირცხალავას მიერ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023