საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობს და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე დიდი ბრძოლები მოელის...
ზესტაფონელები სეზონის გადამწყვეტი მატჩებისათვის საკუთარი ბაზის მინდვრებზე მოემზადებიან. მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში იგეგმება რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა. ჩვენ კი გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გუშინ გამართული პირველი ვარჯიშის დროს არის გადაღებული...