Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.05.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ოლიკო კობახიძის თანადგომა "ზესტაფონს"

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივარი, ტელეკომპანია "იმედის" საერთაშორისო საცეკვაო პროექტის, ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე ოლიკო კობახიძე თავის facebook-გვერდზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" დაკავშირებულ კომენტარს აქვეყნებს და მასში ჩვენს კლუბს თანადგომას უცხადებს...

 

"მინდა გითხრათ, რომ ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს", ამაყი ვარ მათი წარმატებებით, თუმცა მთელი გულით განვიცდი იმას, რომ დღეს გუნდი უმაღლეს ლიგაში არ ასპარეზობს...

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდი მალე ისევ "დაგვიბრუნდება"!", - წერს საკუთარ facebook-გვერდზე ოლიკო კობახიძე.

 

უნდა აღნინიშნოს, რომ ოლიკო კობახიძე ტელეკომპანია "იმედის" მეგა-შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე და ამ პოპულარულ შოუში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია (SMS - 95 342).

 

ჩვენ კი ოლიკო კობახიძის მიერ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მაისურით მოწყობილი იმპროვიზირებული ფოტოსესიის ამსახველ მასალას სიამოვნებით გთავაზობთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017