Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.04.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვიდმეტწლამდელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 15 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგის" მორიგი, მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა. წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

 

სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ წყალტუბოელებთან დაპირისპირება ზესტაფონელი ჭაბუკებისათვის მატჩის სადებიუტო ნაწილში გაშვებული გოლით დაიწყო - მიმდინარეობდა შეხვედრის მე-8 წუთი, როდესაც სტუმართა დაცვის შეცდომით კარგად ისარგებლა წყალტუბოელმა შალვა ქუთათელაძემ და მარგველთა გოლკიპერ ლუკა გოგოლაძესთან პირისპირ გასულმა თავის გუნდი დააწინაურა...

 

სტუმრებს ანგარიშში წონასწორობის აღსადგენად 20 წუთი დასჭირდათ - 28-ე წუთზე "ზესტაფონის" გოლეოდორმა შოთა შეყილაძემ თავი შეტევაში დროული ჩართვითა და დამატებაზე თამაშისას პოზიციის სწორი არჩევით გამოიჩინა. 31-ე წუთზე კი მარგველები დაწინაურდნენ - მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილ მცირე არეულობაში ყველაზე უკეთ ბესო ფერაძე გაერკვა და წყალტუბოელთა მეკარეს აუღებელი დაურტყა...

 

შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რაც, საბოლოოდ, წყალტუბოელთა კარში გატანილ კიდევ სამ გოლში აისახა - 50-ე და 62-ე წუთებზე მასპინძლები ისევ შოთა შეყილაძემ დაამწუხრა და დღევანდელ შეხვედრაში "ჰეთ-თრიკი" გაიფორმა, 69-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში სტუმართა მცველმა დათო გაბრიაძემ დააფიქსირა.

 

ზესტაფონელთა კიდევ ერთი გამარჯვება დამაჯერებელი ანგარიშით 5-1.

 

* * *

 

რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 15-წლამდელთა გუნდს, ის დღეს ისვენებდა. მორიგი ტურის შეხვედრებს კი მარგველთა ორივე გუნდი უკვე სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, კერძოდ 23 აპრილს სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლებთან გამართავს.

 

 

15.04.2017. U-17. ”სამგურალი” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 1-5

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ბერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, მჭედლიძე (მაცაბერიძე, 72), სხილაძე (აბჟანდაძე, 54), ს. სამხარაძე (ფაღავა, 74), არაბიძე (ტოფაძე, 70), ბ. ფერაძე (გ. სამხარაძე, 56), შეყილაძე.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017