Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ოქროს ლიგის" პირველი ტური

 

 

 

 

 

 

17 და 15 წლამდელებში "ოქროს ლიგის" პირველი ტური გაიმართა. ორივე ასაკობრივში ერთნაირი სისტემაა - 10 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა და ისინი ორ წრედ ითამაშებენ ერთმანეთში, ანუ სულ 18 ტური გაიმართება და ასე დალაგდება საბოლოო ცხრილი.

 

15-წლამდელებში გამოსარჩევია თბილისის "დინამოს" გამარჯვება ფოთის "კოლხეთთან" - 12:0. ცუდია, რომ ამხელა სხვაობაა გუნდებს შორის, მაგრამ ისიც აღვნიშნოთ, რომ დინამოელებს ამ ასაკში მართლაც მაგარი გუნდი ჰყავთ. "საბურთალომაც" დიდი ანგარიშით იმარჯვა, კერძოდ, ქობულეთის "შუქურას" სძლია 7:0. დანარჩენი შეხვედრები დაძაბული იყო.

 

17-წლამდელების პირველ ტურში არცერთ მასპინძელს არ მოუგია, ხუთიდან ოთხ შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს. მოქმედმა ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" ქობულეთში 3:0 მოუგო "შუქურას", "ზესტაფონმა" კი "გაგრას" თბილისში აჯობა 4:3.

 

საერთოდ, დასავლეთის გუნდებმა კარგად ითამაშეს: ზესტაფონელთა გარდა, სამტრედიელებმა და ბათუმელებმაც მოიგეს თბილისში. ბათუმის "დინამომ" 35-ე სკოლასთან 3:1, ხოლო "სამტრედიამ" სულაც "დინამოს" სძლია - 3:2.

 

 

სატურნირო მდგომარეობა 17-წლამდელთა "ოქროს ლიგაში" გათამაშების პირველი ტურის შემდეგ

ილია ნანობაშილი, www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017