02.06.2017
ეროვნული ნაკრები ისევ "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 7 ივნისს სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან თბილისში გასამართი ამხანაგური შეხვედრისა და 11 ივნისს კიშინიოვში მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩისთვის მზადება დაიწყო.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული გუნდი ამ მატჩისთვის ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ემზადება.
საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის ამხანაგური მატჩი, 7 ივნისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 11 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს ნაკრებებს შორის კიშინიოვში შედგება.
გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე ვარჯიშების მიმდინარეობაა ასახული...
|
|
|
|
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური facebook-ვებგვერდის ფოტომასალა |
|