10.05.2017
ასე იყო მხოლოდ წლების წინათ ... ზესტაფონში
სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია, რომელშიც "ზესტაფონის" ყოფილი მცველი, დღესდღეობით კი თბილისის "ლოკომოტივის" რიგებში მოასპარეზე გიორგი ხიდეშელი ამ რამდენიმე დღის წინ ბათუმში გამართულ ერთ გამორჩეულ შეხვედრაზე და ზესტაფონთან დაკავშირებულ მოგონებებზე საუბრობს.
ჩვენ კი ამ პუბლიკაციის იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ჩვენი კლუბის გულშემატკივარსაც დააინტერესებს:
" გიორგი ხიდეშელი მიღებულ ემოციებს ვერ მალავს... "ამ თამაშმა "დინამო" (ბათუმი) - "ლოკომოტივი" პატარა ბავშვივით გამახარა და არა მხოლოდ მოგების გამო. როგორც იქნა, საქართველოში საფეხბურთო გარემო ისევ შევიგრძენი...
თამაშის შემდეგ, თბილისში რომ მოვდიოდით, ბიჭები ვლაპარაკობდით და საერთო განწყობა გამოიკვეთა - ასეთი თამაშები ფეხბურთელს სტიმულს აძლევს, მეტი შრომისა და ევროპაში წასვლის სურვილს უჩენს, სადაც მსგავსი გარემო ჩვეულებრივი მოვლენაა.
წარმოიდგინეთ, ამ ერთმა თამაშმა ფეხბურთელთა განწყობა როგორ შეცვალა. ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ 90 წუთი მაინც ვიგრძენი თავი ფეხბურთელად. 5 მაისს ბათუმში ვნახე ის, რასაც ასე მონატრებული ვიყავი და რაზეც ვოცნებობდი...
ასე იყო მხოლოდ წლების წინათ, როცა "ზესტაფონი" ლიდერებს ხვდებოდა ან ევროთასებზე თამაშობდა... "
|