08.05.2017
ჩვიდმეტწლამდელებმა "მეშახტეს" მეორედ სძლიეს
მიმდინარე წლის 7 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის მორიგი მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ტყიბულის საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობითა და ორივე ტაიმში სტუმართა კარში გატანილი 3-3 გოლით დასრულდა. ანგარიში მე-5-ე დათო გაბრიაძის ზუსტი თავურის შემდეგ გაიხსნა. მე-14-ე შოთა შეყილაძემ ტყიბულელთა კარი მეორედ აიღო, 40-ე წუთზე კი ბესო ფერაძემ ანგარიში სამამდე გაზარდა.
პირველის მსგავსად, მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რამაც შეხვედრის საცქერად ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მოსული 150-მდე გულშემატკივარი ძალიან გაახარა. რაც შეეხება სტუმართა კარში გატანილ გოლებს - შეხვედრის 57-ე წუთზე ბესო ფერაძემ დუბლი შეასრულა, 60-ეზე მოედანზე სულ რამდენიმე წამით ადრე შემოსულმა ვახტანგ ტალახაძემ მეხუთე გოლი გაიტანა, საბოლოო შედეგი კი 67-ე წუთზე შოთა შეყილაძის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა.
|
07.05.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”მეშახტე” (ტყიბული) 6-0 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაჩეჩილაძე, ხუჯაძე (წითელაშვილი, 55), გაბრიაძე (მაცაბერიძე, 55), ტოფაძე, მჭედლიძე, სხილაძე (ქურცაძე, 61), ს. სამხარაძე (ჟღენტი, 51), არაბიძე (ტალახაძე, 60), ბ. ფერაძე, შეყილაძე.
|
|