Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.02.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

 

 

 

 

გუშინ, 7 თებერვალს, ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელ ჯაბა დვალთან, რომელშიც, სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, მარგველთა ექს-კაპიტანი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს...

 

ჩვენ კი ამ ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად ზესტაფონელ გულშემატკივარს დააინტერესებს:

 

"- ... იყო დრო, ერთბაშად ორი გუნდი გვყავდა ევროპალიგის პლეიოფში...
- კარგად მახსოვს, "ზესტაფონში" რომ ვიყავი და "ბრიუგეს" ვეთამაშობდით, "დინამო" კი კი "აეკ"-ს ხვდებოდა. ბელგიელებთან თბილისური მატჩი რომ მორჩა, გამოვდივარ მინდვრიდან და ჟურნალისტი მეკითხება - შედეგით კმაყოფილი ხარო? კი, იყო უკმაყოფილების გრძნობა, მაგრამ მეორე მხრივ, ორი გუნდი გვყავდა ჯგუფური ეტაპის ზღვარზე...

მინდა "ზესტაფონზე" ვთქვა - მე ამ გუნდში ჩემთვის დაუვიწყარი პერიოდი გავატარე. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ამ კლუბის თითოეული ქომაგი. ცოტა ხნის წინ პირადად წამოვიწყე ფეხბურთელებში აქცია, რომლის მიზანიც ქართულ ფეხბურთში "ზესტაფონის" დაბრუნება იყო.

რამდენიმე ათეულმა ფეხბურთელმა მიიღო მასში მონაწილეობა. ჩემი აზრით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვისაც უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს "ზესტაფონის" სრულფასოვანი დაბრუნება ქართულ საფეხბურთო ოჯახში.

ყოველდღე მირეკავენ, მეკითხებიან, როდის დაბრუნდება "ზესტაფონიო"? ეს კლუბი ბევრს დააკლდა, არამარტო ზესტაფონელ ქომაგს. თან დღეს ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტიციის დიდი დეფიციტია...

ვერ ვისაუბრებ იმაზე, რა და როგორ მოხდა წინა ფედერაციის დროს. მაშინ მე მოლდოვაში ვთამაშობდი, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: მჯერა, "ზესტაფონი" დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს და გულშემატკივარსაც ძველებურად გაახარებს"...

 

მარგველთა ექს-კაპიტანი ჯაბა დვალი
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017