ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელობაში არსებულ ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელიც სადღეისოდ, ზედიზედ 11-წლიანი ექსპლუატაციის შედეგად, ამორტიზირებულია და აქედან გამომდინარე, განახლებას საჭიროებს, სარემონტო ხასიათის სამუშაოები გრძელდება ...
როგორც აქამდეც ვიუწყებოდით, გასული წლის ბოლოს ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამშენებლო კომპანია “Global Standard Builder”-ის წარმომადგენლები, რომლებიც ხელოვნურსაფარიანი (ეგრეთ წოდებული "ფეროს") სტადიონის საფარის მდგომარეობას გაეცნენ და მისი რენოვაციის რეკომენდაცია მოგვცეს ...
მიმდინარე წლის 14 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და კლუბის ბაზის თანამშრომელთა ძალებით დაზიანებული საფარის დემონტაჟისა და მისი განახლებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების პროცესი დაიწყო ...