დღეს, 24 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგ მატჩს გამართავს - ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გუნდი თბილისის „დინამო არენაზე“ სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
გუშინ კი ვლადიმირ ვაისის გუნდმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. გთავაზობთ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს ეთერში გასულ სიუჟეტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელიც "ზესტაფონის" ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ბალკანელებთან მატჩისწინა ვარჯიშის შესახებ მოგვითხრობს...
გამოყენებულია ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს სიუჟეტი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ვიდეო- და ფოტომასალა