Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.03.2017

 

 

 

 

 

 

 

 

მორიგი სპარინგი ზესტაფონელთა ბაზაზე

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჭაბუკთა გუნდები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. 3 მარტს ზესტაფონელებმა კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი გამართეს - საკუთარ ბაზაზე მარგველები "ჭიათურის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდს დაუპირისპირდნენ.

 

ბაღდათის "საირმესთან" 2 დღით ადრე ჩატარებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბმა ერთბაშად 8 ცვლილება განახორციელა და იმ ფეხბურთელებთან ერთად, ვინც ბაღდათელებთან შეხვედრაში ნაკლებად დაიტვირთნენ, სასტარტო "თერთმეტეულში" ორი 2002 წელს დაბადებული ჭაბუკიც დააყენა. მატჩის მსვლელობისას მასპინძლებმა მრავალი ცვლილება განახორციელეს და მეორე ტაიმში მოედანზე ფაქტიურად 2002-2003 წლებში დაბადებულთა გუნდი გავიდნენ.

 

საბოლოოდ გუშინდელი სპარინგ-მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტი გოლი ჭიათურელმა ჩვიდმეტწლამდელებმა შეხვედრის ბოლოსწონა წუთზე გაიტანეს. "ზესტაფონის" რიგებში კი გატანილი გოლით თავი ნიკა მჭედლიძემ გამოიჩინა...

 

"ზესტაფონმა" სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: გოგოლაძე, წითელაშვილი, ტოფაძე, ღონღაძე, ფანცულაია, ბებიაშვილი, ფაღავა, მაცაბერიძე, ჟღენტი, მჭედლიძე, არაბიძე. მატჩის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები შევიდნენ: ა. ფერაძე, აბრამიშვილი, გ. სამხარაძე, ტალახაძე, ახვლედიანი, ჭანტურიძე, სხილაძე, ტაბატაძე, ბაბუაძე, წაქაძე, სარდანაძე, საყვარელიძე, მახარაძე.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017