მიმდინარე წლის 6 ივნისს ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფი სტუმრობდა. სამუშაო ვიზიტის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სათამაშო მინდორზე წინასაზაფხულო სამუშაოების ჩატარება გახლდათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფის (ხელმძღვანელი - ალექსანდრე თორია) მიერ დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონს ჩაუტარდა ამ პერიოდისათვის აუცილებელი სამუშაოები (გაზონის აერაცია, ტორფნარევი ქვიშით მისი გამდიდრება და ა.შ.).
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი ამ სამუშაოების მიმდინარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...