02.04.2017
ჩვიდმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება
მიმდინარე წლის 2 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელი და ჭიათურელი ჩვიდმეტწლამდელების დაპირისპირება მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა... უკვე 3-ე წუთზე გატანილი გოლით თავი გამოიჩინა შოთა შეყილაძემ, რომელმაც ბესო ფერაძის დროული გადაცემა შეირგო და სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ გასულმა ყველაფერი ზუსტად გააკეთა. მარგველთა საუკეთესო ბომბარდირმა მატჩის 16-ე და 33 -ე წუთებზე სტუმართა კარში კიდევ ორი გოლიც გაიტანა და პირველი ტაიმიც ანგარიშით 3-0 დასრულდა.
თამაშის სცენარი დიდად არც შესვენების შემდეგ შეცვლილა და 59-ე წუთზე ზუსტი თავურით გიორგი ხუჯაძემ თავის გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. 67-ე წუთზე თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა შოთა შეყილაძემ, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში "პოკერის" გაფორმება შეძლო.
მატჩის დასკვნით მონაკვეთში გუნდებმა გოლები გაცვალეს - 72-ე წუთზე ჭიათურელმა ნიკა ნოზაძემ ანგარიშში სხვაობის შემცირება მცირე რიკოშეტის დახმარებით მოახერხა, ხოლო მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ზესტაფონელმა დათო გაბრიაძემ დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6-1.
|
02.04.2017. U-17. ”ზესტაფონი” - ”ჭიათურა” 6-1 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ბერაძე (ფანცულაია, 68), ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, მჭედლიძე (მაცაბერიძე, 63), ს. სამხარაძე (გ. სამხარაძე, 50), სხილაძე (აბჟანდაძე, 23), არაბიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე (ხოხიაშვილი, 70).
|
* * *
რაც შეეხება "ზესტაფონის" 15-წლამდელთა გუნდს, მათ ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა ტყიბულში, ადგილობრივი "მეშახტის" წარმომადგენელ თანატოლებთან დღესვე გამართეს. მატჩი დაძაბული გამოდგა და უგოლოდ 0-0 დასრულდა.
|
02.04.2017. U-15. ”მეშახტე” (ტყიბული) - ”ზესტაფონი” 0-0 |
"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, საყვარელიძე, ბ. ღონღაძე (გ. ღონღაძე, 6), აბჟანდაძე, ახვლედიანი, ნ. ჭუმბურიძე, მახარაძე, ბებიაშვილი, სათირიშვილი, ვარდუკაძე, ჭანტურიძე. |
|