Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.12.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი"ახალ წელს გილოცავთ!

 

 

 

 

 

2016 წლის 31 დეკემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრა იმერული კლუბის გარშემო შექმნილ ვითარების შეფასებასა და "ზესტაფანების" სამომავლო გეგმების შეთანხმებას მიეძღვნა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა კლუბის წევრებმა სამახსოვრო სურათი გადაიღეს...

 

თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური, მთელი ჩვენი კლუბის სახელით, მარგველთა ყველა ქომაგს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და ახალ 2017 წელიწადში ჯანმრთელობას, წარმატებებსა და საყვარელი გუნდის გამარჯვებებს უსურვებს!

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016