Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

თანადგომა ზესტაფონურად

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 3 ივნისს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა - იმერეთის ღია პირველობის შეხვედრაში მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს ცამეტწლამდელ ჭაბუკთა გუნდმა ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენელ თანატოლებს უმასპინძლა.

 

უნდა ითქვას, რომ ზემოთნახსენები ტურნირი, რომელსაც გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშებაც ეწოდება, იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში იმერეთის, აჭარისა და გურიის მხარეების წარმომადგენელი კოლექტივები მონაწილეობენ...

 

ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით და მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის წინაშე არსებული ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემების ფონზე დღევანდელი მატჩის შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველსაყოფად, "ზესტაფონის" მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება "მარგვეთი-2006"-ს 2004 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდისათვის (მწვრთნელი - მამუკა ფუტკარაძე) ჩვენი საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი სათამაშო მოედნის უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე.

 

სასიამოვნოა, რომ ნორჩმა ზესტაფონელებმა იმედები არ გაგვიცრუეს და ქუთათურებთან შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მოიპოვეს - 2-0. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ჭაბუკი ლაბაძემ და ირაკლი კაპანაძემ გამოიჩინეს.

 

ჩვენ კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთ მწვანე მინდორზე "მარგვეთი-2006"-ს ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდის მიერ დღეს გამართული მატჩის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017