საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 28 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა, გუშინ თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” თბილისურ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.
მოახლოებულ ამხანაგურ მატჩში მთავარი მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. სწორედ ამიტომ ამ დროისთვის ეროვნული გუნდი 21 ფეხბურთელით ემზადება. გიორგი ლორია, სოლომონ კვერკველია და ჯაბა კანკავა ლატვიასთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 27 მარტს, 18 საათზე კვლავ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე ჩაატარებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველო-ლატვიის მატჩთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს მთავარ მწვრთნელთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველო-ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს, 18;00 საათზე “დინამო არენაზე” გაიმართება...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის პუბლიკაცია