Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი ფრე და საპატიო მესამე ადგილი

 

 

 

 

 

 

2016 წლის 20 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელებმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი, მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა გამართეს - ზემოიმერული კლუბის ზესტაფონში მდებარე ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ქუთაისის "ტორპედოს" წარმომადგენლებს უმასპინძლეს...

 

დღევანდელ შეხვედრას მარგველთა ჩვიდმეტწლამდელთა გუნდი გარკვეული საკადრო პრობლემებით შეხვდა - სხვადასხვა მიზეზის გამო ქუთათურებთან დაპირისპირება გუნდის ძირითადი შემადგენლობის ოთხმა ფეხბურთელმა (ხუჯაძე, არაბიძე, სამხარაძე, ტოფაძე) გამოტოვა...

 

შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა 25-ე წუთზე გატანილ გოლში აისახა - მასპინძელთა სანიმუშო შეტევა, რომელიც მოედნის ცენტრიდან დაიწყო, ბესო ფერაძის გამოზომილი გადაცემითა და შოთა შეყილაძის სტუმართა გოლკიპერ დავით პაჭკორიასთან პირისპირ გასვლით გაგრძელდა - ზესტაფონელთა ფორვარდის დარტყმაც ზუსტი გამოდგა...

 

მეორე ტაიმი კი უკვე სტუმართა კარნახით წარიმართა და მატჩის მიწურულს, 72-ე წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმის შემდეგ, თემურ გაბადაძემ წონასწორობა აღადგინა. მატჩის უკანასკნელ, 80-ე წუთზე, შოთა შეყილაძეს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა შეეძლო, თუმცა მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ქუთაისელთა კარის ძელმა მოიგერია...

 

შედეგად, მატჩი დასრულდა ფრედ 1-1. მარგველთათვის კი სწორედ ეს შედეგი გამოდგა საკმარისი ჩვიდმეტწლამდელთა ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური ზონის სატურნირო ცხრილში საპატიო მესამე ადგილის შესანარჩუნებლად...

 

დღევანდელი შეხვედრა ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგოლაძე, გაბრიაძე, გაჩეჩილაძე, აბჟანდაძე, ბერაძე, ტაბატაძე, კაშია, ფაღავა (წითელაშვილი, 76), ჟღენტი (ადამია, 74), ბ. ფერაძე, შეყილაძე.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016