Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.04.2017

 

 

 

 

 

 

 

 

სამი ქულა ტყიბულიდან

 

 

 

 

 

2017 წლის 8 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა. ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" დაუპირისპირდნენ.

 

წინა ორი მატჩის მსგავსად, ჩვენი კლუბის წარმომადგენელმა ჩვიდმეტწლამდელებმა მიმდინარე ტურნირის მესამე შეხვედრაც დიდი ანგარიშით, ამჯერად 5-0 მოიგეს. მატჩის მე-13 წუთზე ახლადდაწყებულ სეზონში მარგველთა საუკეთესო ბომბარდირმა შოთა შეყილაძემ თავის პირად აქტივს მორიგი ბალი შემატა. 21-ე წუთზე კი თავი გამოიჩინა ნიკა მჭედლიძემ, რომელმაც ამის გაკეთება ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოახერხა.

 

შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს, კერძოდ 38-ე წუთზე, თავი ზესტაფონელთა კიდევ ერთმა ბომაბარდირმა ბესო ფერაძემ გამოიჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ საგოლე გადაცემით ის შოთა შეყილაძემ მოამარაგა. ტაიმიც ანგარიშში სტუმართა დიდი უპირატესობით, ანგარიშით 0-3 დასრულდა.

 

ზესტაფონელები მეორე ნახევარშიც დომინირებდნენ. 46-ე წუთზე შოთა შეყილაძემ დღევანდელ შეხვედრაში მეორე, ხოლო სეზონში უკვე მეათე გოლი გაიტანა. საბოლოო წერტილი კი იმერულ "დერბის" დაუსვა გოგა არაბიძემ, რომელმაც თავის გამოჩენა მატჩის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე (77-ე) მოახერხა.

 

შემდეგ მატჩს "ზესტაფონის" 17-წლამდელები 15 აპრილს წყალტუბოში გამართავენ, "ოქროს ლიგის" მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ლიდერთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ადგილობრივ "სამგურალს" ესტუმრებიან.

 

 

 

08.04.2017. U-17. ”მეშახტე” - ”ზესტაფონი” 0-5

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, გაბრიაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე (ტოფაძე, 48), ბერაძე (ფანცულაია, 52), ს. სამხარაძე, გ. სამხარაძე (აბჟანდაძე, 48), მჭედლიძე (მაცაბერიძე, 52), ბ. ფერაძე, არაბიძე, შეყილაძე (სხილაძე, 58).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017