საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მორიგი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - 7 ივნისს თბილისში სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა, ხოლო 11 ივნისს კიშინიოვში მოლდოველებთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი გაიმართება.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ეროვნული გუნდის ამ მატჩებისათვის მზადების პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე მიმდინარეობს...
3 ივნისს ჩვენი კლუბის თბილისურ ბაზას საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე ესტუმრა. მან ნაკრებთან ერთად ივარჯიშა და მოთამაშეები მოახლოებული მატჩების წინ გაამხნევა.
გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ფოტომასალას, რომელიც "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშისა და კახა კალაძის სტუმრობის შესახებ მოგვითხრობს ...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური facebook-ვებგვერდის ფოტომასალა