ეროვნული ნაკრები სერბეთისთვის "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო - მიმდინარე წლის 24 მარტს ქვეყნის უმთავრესი გუნდი თბილისის „დინამო არენაზე“ სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლის ყურადღება კი ამ ამბავზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ეროვნული გუნდი ამ მატჩისთვის ისევ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზაზე ემზადება.
გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ მომზადებულ და ოფიციალურ facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეო- და ფოტომასალას, რომელზეც საქართველოს ეროვნული ნაკრების "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშების მიმდინარეობაა ასახული...
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური facebook-ვებგვერდის ვიდეო- და ფოტომასალა