Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობის ამბები

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც იცით, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე სადღეისოდ უკვე ამოქმედებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის ორი საფეხბურთო მოედანი...

 

ჩვენი კლუბის დედაქალაქურ ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესსა და ამ საფარის გამართულად ფუნქციონირება-ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის წვლილი შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს: "Hi Tech Irrigation Georgia"-მ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია "Hunter"-ს წარმოადგენს და კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს საქართველოშივე ამზადებს...

 

"ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლისთვის კარგადაა ცნობილი ის ამბავი, რომ ჩვენს ქვეყანაში გამართული 19- და 17-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების მონაწილე გუნდები, ისევე, როგორც ამასწინანდელი ოთხთა საერთაშორისო ტურნირის მონაწილენი, სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ.

 

არაა ახალი ამბავი არც ის, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობს, ზედიზედ რამდენიმე საშინაო შეკრება იმერელთა საფეხბურთო კომპლექსის მოედნებზე გაიარა...

 

დღესდღეობით კი ბაზაზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში ჩაბარებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. ამ შენობაში, გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა, სამედიცინო პერსონალის, ფეხბურთელთა საპროცედურო ოთახები და სატრენაჟორო დარბაზი განთავსდება. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან...

 

ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ჩვენი კლუბის თბილისურ ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოგვითხრობს...

 

 

ფოტომასალა მოწოდებულია თაკო კოკაიას მიერ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016