Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.04.2017

 

 

 

 

 

 

 

 

დასანანი ფრე სამტრედიაში

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 23 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გამართეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელებს ადგილობრივი "სამტრედიის" წარმომადგენელი თანატოლები დაუპირისპირდნენ.

 

"სამტრედიისა" და "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდები დღევანდელ დაპირისპირებამდე ისე მივიდნენ, რომ ქულაც არ დაუკარგავთ. 4-4 გამართულ შეხვედრაში ორივე კოლექტივს 12-12 ქულა ჰქონდა მოგროვებული და ზესტაფონელები სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე მხოლოდ გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე იყვნენ...

 

უნდა ითქვას, რომ "ბ" ჯგუფის ლიდერთა უშუალო დუელი სტუმართა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ის, რომ საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა, მარგველმა ჭაბუკებმა მხოლოდ საკუთარ თავს (საგოლე მომენტების დაბალ რეალიზაციას) უნდა დააბრალონ...

 

პირველი ნახევრის მიმდინარეობისას გაცუდებული რამდენიმე აშკარა საგოლე ეპიზოდის შემდეგ, ტაიმის მიწურულს, კერძოდ 37-ე წუთზე, სტუმრები მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო ბომბარდირმა შოთა შეყილაძემ მაინც დააწინაურა. მალევე მეორე გოლის გატანა გოგა არაბიძეს მართებდა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

 

საგოლე მომენტების გაცუდება მარგველებმა მეორე ტაიმის დებიუტშიც გააგრძელეს - გოგა არაბიძის დარტყმები ჯერ სამტრედიალთა გოლკიპერმა მოიგერია, შემდეგ კი ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა საკუთარი კარის ხაზიდან. 50-ე წუთზე კი მასპინძელთა მიერ განხორციელებული პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა - სტუმართა მცველებისა და მეკარის შეუთანხმებლობით კარგად ისარგებლა ჯანო ჯანელიძემ და ანგარიში საყაიმო გახადა.

 

გაშვებული გოლის შემდეგ ზესტაფონელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 55-ე წუთზე შოთა შეყილაძემ დუბლი გაიფორმა. იქვე მიშა სხილაძეს უნდა გაეტანა, მაგრამ სტუმართა ნახევარმცველმა ბურთი მცირე მანძილიდან ცარიელ კარს ზემოდან გადააცილა. 64-ე წუთზე კი საფეხბურთო ფორტუნამ მარგველები ისევ დასაჯა - მათე ტერელაძემ სამტრედიელთა მეორე სახიფათო იერიშიც საგოლედ აქცია...

 

ზესტაფონელებმა ისევ მოუმატეს და მატჩის დასკვნით ნაწილში ახლოს იყვნენ კიდეც გამარჯვებასთან, მაგრამ ჯერ ბესო ფერაძეს გაუცუდდა დარტყმა, ბოლოსწინა წუთზე კი მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულ გოგა არაბიძეს ვიზავიმ აჯობა. დასანანი ფრე 2-2.

 

 

23.04.2017. U-17. ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” 2-2

"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ბერაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, ს. სამხარაძე, სხილაძე, მჭედლიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე, არაბიძე.

 

 

* * *

 

დღესვე ჭაბუკთა ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა მარგველთა თხუთმეტწლამდელებმაც (მწვრთნელი - ლაშა მაზმიშვილი) გამართეს. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

 

 

23.04.2017. U-15. ”სამტრედია” - ”ზესტაფონი” 2-0

"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, ახვლედიანი, საყვარელიძე, ნ. ჭუმბურიძე, გ. ღონღაძე, მახარაძე (ტაბატაძე, 65), ბებიაშვილი, გ. ჭუმბურიძე (შეყილაძე, 60), სათირიშვილი (წაქაძე, 63), ვარდუკაძე, ჭანტურიძე (ქათამაძე, 61).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017