მიმდინარე წლის 5 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXIX ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო, პირველი ტურის შეხვედრა, რომელშიც საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა.
ამ თამაშის დროს სტადიონზე მოხდა რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი, რომლებსაც, მართალია, მატჩის მიმდინარეობაზე ზეგავლენა არ მოუხდენია, თუმცა მომხდარმა უსიამოვნო განცდა მაინც დატოვა... ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” წერილობით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ხელმძღვანელ პირებს.