08.04.2017
თხუთმეტწლამდელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში
მიმდინარე წლის 8 აპრილს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეოთხე ტურის მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მარგველები წყალტუბოს "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელმა თხუთმეტწლამდელებმა ჩემპიონატი მარტვილელ თანატოლებთან მარცხითა და შემდეგ ორ ტურში 2 უგოლო ფრით (ქუთაისის "ტორპედოსთან" და ტყიბულის "მეშახტესთან) დაიწყეს. პირველი გოლის გატანაც და პირველი გამარჯვების მოპოვებაც ზესტაფონელებმა წყალტუბოს "სამგურალთან" დღეს გამართულ დაპირისპირებაში მოახერხეს...
წყალტუბოელ თანატოლებთან შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-17 წუთისთვის ანგარიში 3-0 გახლდათ - მე-11 წუთზე თავი ნიკა ჭანტურიძემ გამოიჩინა, მე-15-ზე ელდარ აბჟანდაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა, მესამე გოლი კი მე-17 წუთზე ზესტაფონელთაგან ასაკით ყველაზე უმცროსმა, 13 წლის ნიკა ჭუმბურიძემ გაიტანა.
მეორე ტაიმიც პირველის მსაგვსი სცენარით წარიმართა, ზესტაფონელები ბევრს უტევდნენ და გოლებიც მრავლად გაჰქონდათ - 38-ე წუთზე ნიკა ჭანტურიძემ დუბლის შესრულება შეძლო, 46-ეზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გოლად მარგველთა გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმა აქცია, 49-ეზე დათო ბებიაშვილმა მეექვსე გოლი გაიტანა, ხოლო 53-ეზე გიორგი ვარდუკაძემ ანგარიში შვიდამდე გაზარდა.
ერთადერთი, რის გაკეთებაც დარჩენილ დროში წყალტუბოელებმა მოახერხეს, შეხვედრის 58-ე წუთზე 11-მეტრიანი ნიშნულიდან ნიკა ჯიქიას მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ. ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში დამაჯერებელი ანგარიშით 7-1.
|
08.04.2017. U-15. ”ზესტაფონი” - ”სამგურალი” (წყალტუბო) 7-1 |
"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, საყვარელიძე, ახვლედიანი, აბაშიძე (წაქაძე, 40), ბებიაშვილი, აბჟანდაძე (ტაბატაძე, 48), ვარდუკაძე, მახარაძე (ქათამაძე, 46), ნ. ჭუმბურიძე, ჭანტურიძე, გ. ჭუმბურიძე (სარდანაძე, 43).
|
|