Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.12.2016

 

 

 

 

 

 

 

 

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივა

 

 

 

 

 

გუშინ, 27 დეკემბერს, სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ აბაიშვილის წერილი, რომელშიც მისი ავტორი, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საკითხის მოსაგვარებლად, აჟღერებს ინიციატივას შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც ფეხბურთის ფედერაციის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტის, ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენელები ჩაერთვებიან...

 

"ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ დაკარგოს ისეთი ინვესტორი, რომელიც 8-ნიშნა თანხით ინვესტიციას გეგმავს. მით უმეტეს, რომ კლუბის მენეჯმენტის მოთხოვნაში ალოგიკური და უსამართლო არაფერია: მიეცეს სამართლებრივი შეფასება უმაღლესი ლიგიდან "ზესტაფონის" მოკვეთის გადაწყვეტილებას. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით კიდევ ერთხელ მსურს გამოვთქვა იმედი, რომ ამ ურთულესი ვითარებიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოახერხებს კომპრომისული გამოსავლის მოძებნას.


ხომ არ იქნება უპრიანი სამუშაო ჯგუფის შექმნა ფეხბურთის ფედერაციის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის ქვეკომიტეტის, ოლიმპიური კომიტეტის მონაწილეობით? იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო უდიდეს როლს თამაშობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერაში თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი მუშა ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაევალება სწორი გამოსავლის მოძიება, არ უნდა აღიქვას არავინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევად.

 

ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ამ ჯგუფისთვის თუნდაც მხოლოდ სარეკომენდაციო უფლებამოსილების მიცემა შეიძლება. ასეთი ნაბიჯი "ზესტაფონის" მესვეურთ დაარწმუნებს, რომ მათ პრობლემაზე ვიღაც წუხს და ზრუნავს. თუ დაგვიძახებენ, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაც დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ამ პროცესში.

 

აქვე აღვნიშნავ, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა არის ჩვენი სუბიექტური პოზიცია და ნამდვილად არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გაცილებით უკეთესი ვარიანტებიც ექნება მოფიქრებული", - წერს თავის წერილში ბატონი მიხეილ აბაიშვილი...

 

   
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016