14.05.2017
მარცხიანი ვიზიტი ქუთაისში
მიმდინარე წლის 14 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 15-წლამდელთა და 17-წლამდელთა გუნდებმა 2017 წლის პირველობის მორიგი მატჩები გამართეს. ქუთაისის საფეხბურთო ბაზაზე გამართულ შეხვედრებში ზესტაფონელები ადგილობრივი "ტორპედოს" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ.
როგორც ჩვენი საიტის ერთგულმა მომხმარებელმა იცის, "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" ჩვიდმეტწლამდელთა პირველ წრეში გამართული დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოდგა და ზემოიმერელთა მინიმალური გამარჯვებით 3-2 დასრულდა. დღევანდელი მატჩიც საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ისევ მასპინძელთა (ოღონდ ამჯერად ქუთაისელთა) მინიმალური გამარჯვება 1-0 დაფიქსირდა.
ქუთათურები დებიუტშივე დაწინაურდნენ - მატჩის მე-14-ე წუთზე გიორგი აბზიანიძემ კარგად ისარგებლა სტუმართა დაცვის ხაზის არადამაჯერებელი თამაშით და ბურთი ზესტაფონელთა გოლკიპერ ლუკა გოგოლაძის კარის დაუცველ, მარჯვენა კუთხეში შეუფერხებლად გადაგზავნა. ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა...
|
14.05.2017. U-17. ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 1-0 |
"ზესტაფონი" (U-17): გოგოლაძე, ფანცულაია, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, ს. სამხარაძე (ფაღავა, 65), სხილაძე (ჟღენტი, 51), მჭედლიძე (ტოფაძე, 61), ბ. ფერაძე (აბჟანდაძე, 59), შეყილაძე, არაბიძე.
|
* * *
"ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთათვის ქუთაისური მატჩის პირველი ნახევარი ძალიან მძიმედ წარიმართა. U15 ლიგის "ბ" ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ ქუთათურებთან შეხვედრის დასაწყისშივე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო არბიტრმა მოედნიდან მარგველი გიორგი ვარდუკაძე გააძევა და სტუმართა კარში პენალტიც დანიშნა (უნდა ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანის მოგერიება ულამაზეს ნახტომში "ზესტაფონის" გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმა მოახერხა). ტაიმის ბოლოს კი ტრავმა მიიღო ზემოიმერელთა ნახევარმცველმა დათო ბებიაშვილმა და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა...
მასპინძლებმა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება - 34-ე წუთზე თავის გუნდი ტორპედოელმა ივანე გოქაძემ დააწინაურა, ხოლო ტაიმის ბოლო (35-ე) წუთზე მურთაზ სანებლიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში კი წარიმართა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ ქუთათურებმა მოახერხეს - 66-ე წუთზე ნიკოლოზ ქობულაძემ დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში (3-0) დააფიქსირა.
|
14.05.2017. U-15. ”ტორპედო” (ქუთაისი) - ”ზესტაფონი” 3-0 |
"ზესტაფონი" (U15): აბრამიშვილი, გ. ღონღაძე, ახვლედიანი, აბაშიძე (ტაბატაძე, 56), ნ. ჭუმბურიძე (ბ. ღონღაძე, 67), ბებიაშვილი (სათირიშვილი, 34), ვარდუკაძე, გ. ჭუმბურიძე, მახარაძე (წაქაძე, 51), აბჟანდაძე (ქათამაძე, 46), ჭანტურიძე.
|
|