Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.01.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ჭაბუკებმა მომზადება დაიწყეს

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ერთადერთი, 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) წარმოადგენდა...

 

ჩვენის საიტის ერთგულმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ნორჩმა იმერლებმა მათზე ერთი წლით უფროსი ჭაბუკების ტურნირში იასპარეზეს და ქუთაისის "ტორპედოს", "სამტრედიის", საჩხერის "ჩიხურას", გორის "დილას", თბილისის "ავაზას", თბილისის "ლოკომოტივისა" და თბილისის "სფფ-აკადემიის" გუნდებთან ჭიდილში, U17 ჩემპიონატის ცენტრალურ ზონაში საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს. ჩვენმა გუნდმა ფეხბურთის მოყვარულთა და სპეციალისტთა მხრიდან საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურა...

 

მიმდინარე წლის 21 იანვარს კი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტწლამდელები, რომლებსაც წელს ასპარეზობა უკვე თავიანთ თანატოლებში მოუწევთ, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატისათვის მზადებას შეუდგნენ. წელს U17 ჩემპიონატის მონაწილეები ოთხ ზონად იქნებიან დაყოფილნი და პირველ ეტაპზე ერთმანეთში ორწრიან ტურნირს გამართავენ. ამის შემდეგ კი ოთხივე ზონის პირველ-მეორეადგილოსნები ტურნირის შემდეგ ეტაპზე გააღწევენ და 2017 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულისა და პრიზიორთა ვინაობაც სწორედ ამ რვა გუნდს შორის გაირკვევა...

 

ზესტაფონელი ჭაბუკები საწვრთნელ შეკრებას მშობლიურ ქალაქში გადიან და ესოდენ მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობისათვის სრული პასუხისმგებლობით ემზადებიან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, წლეულს "ზესტაფონი" თხუთმეთწლამდელთა ტურნირშიც იასპარეზებს. U15 გუნდის კომპლექტაციის პროცესის საბოლოო დასრულებამდე კი, 2002-2003 წლებში დაბადებული ჭაბუკები თავის ოდნავ უფროს თანაკლუბელებთან ერთად ვარჯიშობენ ...

 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", თხუთმეტწლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის მიღების მიზნით, კვლავაც აწარმოებს 2002 და 2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 514-79-00-22 ან 598-49-90-66.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017