"დავით აბაშიძეზე" მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ
ამ დღეებში ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფი სტუმრობს. სამუშაო ვიზიტის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზის მინდვრებზე საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება გახლავთ.
12-13 მარტს სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტთა ჯგუფის (ხელმძღვანელი - ალექსანდრე თორია) მიერ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზასა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს უტარდება ამ პერიოდისათვის აუცილებელი სამუშაოები (ნიადაგის აერაცია, მოედნის სკარიფიკაცია, ქვიშის შეტანა და ა.შ.).
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური ამ სამუშაოების მიმდინარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...