06.02.2017
ტყუილ-მართალის ამბავი და "არგოს" სიუჟეტი
ამ რამდენიმე დღის წინ სპორტულ გამოცემებში გამოქვეყნდა რამდენიმე პუბლიკაცია, რომლებშიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხელმძღვანელთათვის ეროვნული ჩემპიონატის "პრო-2"-ში ასპარეზობის შესახებ გაკეთებულ შემოთავაზებაზე და ამ წინადადებაზე იმერელთა მხრიდან გაჟღერებულ უარზე საუბრობს...
ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი: "2016 წლის ზაფხულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჩვენს კლუბს შესთავაზა იმჟამინდელ პირველ ლიგაში ასპარეზობა და მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველიდან უმაღლეს ლიგაში არავინ გადადიოდა, სპორტული პრინციპით (?!) უმაღლესში ამოსვლა ...
რაც შეეხება ე. წ. "პრო-2"-ს ტურნირს (ეს ტურნირი შარშან არ ჩატარებულა და პირველად წელს გაიმართება), რომელზეც თავის ინტერვიუებში ხაზგასმით საუბრობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, მასში მონაწილეობის მიღების შეთავაზებით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისთვის" (არც ოფიციალურად და არც სიტყვიერად) დღემდე არავის მოუმართავს".
აქვე გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებულ მცირე სიუჟეტს, რომელიც მიმდინარე წლის 6 თებევალს რეგიონალური ტელეკომპანია "არგოს" ეთერში გავიდა.
|