Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.12.2016

 

 

 

 

 

 

 

 

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოხმაურება

 

 

 

 

 

გუშინ, 18 დეკემბერს, სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ აბაიშვილის წერილი, რომელშიც წერილის ავტორი მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას იხმაროს ყველა ღონე საიმისოდ, რათა ქართულმა ფეხბურთმა არ დაკარგოს ისეთი ინვესტორი, როგორიცაა ილია კოკაია...

 

"ასეთი ხალხის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს...", - წერს თავის წერილის დასკვნით ნაწილში ბატონი მიხეილ აბაიშვილი. თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სახელით, მარგველთა პრეს-სამსახური მადლობას უხდის საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და პირადად მის პრეზიდენტს ჩვენი კლუბის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო.

 

   
 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016