Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.05.2017

 

 

 

 

 

 

 

 

თხუთმეტწლამდელთა მორიგი გამარჯვება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 7 მაისს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თხუთმეტწლამდელთა გუნდმა საქართველოს 2017 წლის ჭაბუკთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეშვიდე ტურის მატჩი ჩაატარა. წყალტუბოში გამართულ შეხვედრაში მარგველები ადგილობრივი "სამგურალის" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

 

წყალტუბოელ თანატოლებთან შეხვედრის საწყისი მონაკვეთი ზესტაფონელთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ ანგარიშის გახსნა მე-18 წუთზე მაინც მასპინძლებმა მოახერხეს - ზემოიმერლებს წყალტუბოელთა სწრაფი კონტრიერიში გამოეპარათ და კირილე შვანგირაძემ თავის გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებმა ტემპს კიდევ უფრო მოუმატეს და 26-ე წუთზე დათო ბებიაშვილმა ანგარიშში თანასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის ბოლოსწინა, 34 წუთზე კი ნიკა ჭანტურიძემ უკვე მარგველები 1-2 დააწინაურა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში ზესტაფონელებმა თავის უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს - 48-ე წუთზე დათო ბებიაშვილმა დუბლის შესრულება შეძლო. დარჩენილ დროში, ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა - მიმდინარე სეზონში ზესტაფონელთა მეორე გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 3-1.

 

 

 

07.05.2017. U-15. ”სამგურალი” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 1-3

"ზესტაფონი" (U-15): აბრამიშვილი, საყვარელიძე, ახვლედიანი, ნ. ჭუმბურიძე, გ. ღონღაძე (ტაბატაძე, 67), გ. ჭუმბურიძე (აბაშიძე, 54), ვარდუკაძე (ქათამაძე, 50), მახარაძე, აბჟანდაძე (სათირიშვილი, 45), ბებიაშვილი, ნ. ჭანტურიძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017