Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ფეხბურთელთა თანადგომა ოლიკოს

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ჩვიდმეტ- და თხუთმეტწლამდელთა გუნდების ფეხბურთელებმა მოაწყვეს მცირე იმპროვიზირებული ფოტო- და ვიდეოსესია, რომლის მიზანიც ჩვენი კლუბის გულშემატკივრის, ოლიკო კობახიძეს თანადგომა და მხარდაჭერა გახლდათ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ოლიკო კობახიძე ტელეკომპანია "იმედის" საერთაშორისო საცეკვაო პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე გახლავთ და რამდენიმე პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას ტელემაყურებლის წინაშე ჩვენი საკლუბო მაისურით წარსდგა...

 

ჩვენ კი ზემოთნახსენები ფოტო- და ვიდეოსესიის მიმდინარეობისას გადაღებულ მასალას გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017