26.01.2017
მარგველები ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოთა ცხრილში
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სტატისტიკა გამოქვეყნა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ციფრები დათვლილია 1992-1993 წლების სეზონიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ჩემპიონთა თასს, ჩემპიონთა ლიგა ეწოდა. ზესტაფონელი ქომაგისთვის კი ორმაგად სასიამოვნო "ბებერი კონტინენტის" საუკეთესო კლუბებს შორის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ხილვა გახლავთ.
ყველა დროის შეჯამებეულ ცხრილში პირველ ადგილზე მადრიდის “რეალია”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზემოხსენებული დროის განმავლობაში 21-ჯერ მიიღო მონაწილეობა, 5-ჯერ გახდა ჩემპიონი და 319 ქულა დააგროვა. მეორე პოზიციას იკავებს კიდევ ერთი ესპანური გუნდი, “ბარსელონა” – კატალონიელებმა ლიგაზე 21-ჯერ ითამაშეს, 4-ჯერ თასი აღმართეს და 315 ქულა მოიპოვეს. საუკეთესო სამეულშია მიუნხენის “ბაიერნიც” – “რეკორდმაისტერმა” ჩემპიონთა ლიგაზე ოცჯერ ითამაშა, ორჯერ ჩემპიონი გახდა და 284 ქულა დააგროვა.
აღნიშნულ ჩამონათვალში შესულია საკვალიფიკაციო ეტაპებიც. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ქართული გუნდებიც მოხვდნენ სიაში. ასეულში ერთადერთი ქართული გუნდია, თბილისის “დინამო” – საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შედეგი 99-ე ადგილი და ასეთი სტატისტიკური მონაცემებია: 11 მონაწილეობა, 36 თამაში, 14 მოგება, 4 ფრე, 18 წაგება, 50 გატანილი და 52 გაშვებული გოლი, 32 ქულა.
ქუთაისის “ტორპედო” 210-ე ადგილზეა – 3 მონაწილეობა, 10 თამაში, 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება. ბურთების შეფარდება: 12:15.
308-ე პოზიციას იკავებს “ზესტაფონი” – 2 მონაწილეობა, 6 თამაში, 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. ბურთების ბალანსი: 6:9.
თბილისის “ვიტ ჯორჯია” 339-ეა – 2 მონაწილეობა, 6 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება, ბურთების შეფარდება: 8:17.
369-ე ადგილს იკავებს ბოლნისის “სიონი” – 1 მონაწილეობა, 4 თამაში, 1 მოგება, 0 ფრე, 3 წაგება, ბურთების ბალანსი: 2:5.
რუსთავის “მეტალურგს” ცხრილში 380-ე ადგილი უკავია – 2 მონაწილეობა, 4 თამაში, 0 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბურთების შეფარდება: 1:6.
446-ე პოზიციაზე იმყოფება გორის “დილა” – 1 მონაწილეობა, 2 თამაში, 0 მოგება, 0 ფრე, 2 წაგება, ბურთების ბალანსი: 0:3...
|
13.07.2011. უეფას ჩემპიონთა ლიგა. "ზესტაფონი" - "დაჩია" (კიშინიოვი) 3-0 |
|