2017 წლის 23 თებერვალს ზესტაფონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების წევრები - იმერეთში მათი სტუმრობის მიზანი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურისა და მინდვრის საფარის სადღეისო მდგომარეობის გაცნობა და შეფასება გახლდათ.
სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ბაქარ ჟორდანიამ და სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების სპეციალისტმა თამარ ასათიანმა განახორციელეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ინსპექტირება უეფას საკლუბო ტურნირების მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის...
სტუმრებმა, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონისა და მისი ყველა სათავსოს მონახულებისა და არენაზე არსებული მდგომარეობის დეტალურად გაცნობის შემდეგ, შეადგინეს შესაბამისი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სტადიონზე არსებული მდგომარეობის შეფასებაც მოხდება...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც "დავით აბაშიძეზე" სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების წევრთა ვიზიტის მიმდინარეობას ასახავს...