02.03.2017
ამხანაგური მატჩი რეგიონლიგის წარმომადგენლებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ. 1 მარტს გუნდმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჩვიდმეტწლამდელებს რეგიონალური ლიგის წარმომადგენელი ბაღდათის "საირმე" დაუპირისპირდა.
მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და სტუმართა მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 2-3 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელმა ჭაბუკებმა რეგიონალური ლიგის წარმომადგენელ მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და შეხვედრის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე რეალური შანსი ხელიდან რომ არ გაეშვათ, საპატიო ფრესაც მიაღწევდნენ. "ზესტაფონის" რიგებში გატანილი გოლებით თავი საბა სამხარაძემ და შოთა შეყილაძემ გამოიჩინეს...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გოგოლაძე, გაბრიაძე, ხუჯაძე, გაჩეჩილაძე, ბერაძე, ანჟანდაძე, მაცაბერიძე, მჭედლიძე, ს. სამხარაძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე. შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ტოფაძე, ფაღავა, ფანცულაია, სხილაძე, გ. სამხარაძე.
როგორც იცით, ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგა" სტარტს 18 მარტს იღებს - ამ დღეს "ზესტაფონი" საკუთარ მოედანზე მარტვილის "მერანის" ჩვიდმეტწლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება.
|