10.06.2017
ფრე მესამე ლიგის წარმომდგენლებთან
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა, რომელსაც ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის ორკვირიანი პაუზა უწევს, მიმდინარე წლის 10 ივნისს ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მარგველ ჩვიდმეტწლამდელებს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის წარმომადგენელი თერჯოლის "საპოვნელა" დაუპირისპირდა.
ამავე გუნდების მონაწილეობით სამი კვირის წინ გამართული მატჩისაგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრაში თერჯოლელებმა ძირითადი შემადგენლობით იასპარეზეს... აქედან გამომდინარე, "მეზობელთა" მორიგი "დუელი" გაცილებით საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, ფრედ 3-3 დასრულდა.
"ზესტაფონმა" დღევანდელი შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: გოგოლაძე, ხუჯაძე, ტოფაძე, გაჩეჩილაძე, გაბრიაძე, სხილაძე (ტაბატაძე, 82), ს. სამხარაძე (გ. სამხარაძე, 69), ჟღენტი (აბჟანდაძე, 28), არაბიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე.
გოლები: არაბიძე, ბ. ფერაძე, შეყილაძე; ქველიძე, ზუზაძე, მაკარიძე.
ჩვიდმეტწლამდელთა "ოქროს ლიგის" პირველი ტურის შეხვედრას მარგველი ჭაბუკები მიმდინარე წლის 17 ივნისს თბილისში გამართავენ - ჩვენი ბიჭები საფეხბურთო კლუბ "გაგრას" წარმომადგენელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან...
|