29.12.2016
ქუთაისელი ქომაგის მხარდამჭერი განცხადება
მიმდინარე წლის 29 დეკემბერს სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' ოფიციალური ფანკლუბი "ჯუნგლების" განცხადება, რომლითაც ქუთათურები ზესტაფონელ ქომაგს სოლიდარობას უცხადებენ და მიმართავენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რათა ამ უკანასკნელმა უმოკლეს ვადაში შეაფასოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მოკვეთის სამართლებრივი შესაბამისობის საკითხი.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სახელით, ჩვენი პრეს-სამსახური ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა ოფიციალურ ფანკლუბ "ჯუნგლებს" მადლობას უხდის თანადგომისთვის და მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' ოფიციალური ფანკლუბი ''ჯუნგლები'' ვუერთდებით ზესტაფონის გულშემატკივრების განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას - ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ შეფასებულ იქნას საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მოკვეთის სამართლებრივი შესაბამისობის საკითხი.
ჩვენის მხრივ, დავძენთ რომ ზესტაფონი იყო ერთადერთი ქალაქი, სადაც ყოველ გასვლაზე საფეხბურთო გარემო, კარგი მინდორი, ''გაუმაზავი მსაჯები'' და სავსე ტრიბუნები გვხვდებოდა. შევდივართ იმ ადამიანების მდგომარეობიაში, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობა ჰქვია და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ეს საკითხი ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ გადაწყდება"...
|