როგორც იცით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიმართ სოლიდარობის აქციამ ძალიან ბევრ ქვეყანაში უამრავი ადამიანი გააერთიანა. ეს თემა აქტუალურობას არც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში კარგავს - ასეთი შინაარსის ინფორმაცია შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ზემოიმერელთა ყოფილი ნახევარმცველისა და კაპიტნის, თორნიკე აფციაურის facebook-გვერდზე.
"ლონდონშიც მიცნეს ამ სპორტულით..." - წერს ზესტაფონელთა რიგებში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ლონდონში ვიზიტისას გადაღებულ რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს (იხილეთ სრულად). ჩვენ კი ზემოთნახსენები ფოტოებიდან ერთ-ერთს სიამოვნებით გთავაზობთ ...