Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.11.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"დავით აბაშიძე" თასის ფინალისთვის ემზადება

 

 

 

 

როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის 2016 წლის (საშემოდგომო) გათამაშების ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს.

 

შეგახსენებთ, რომ წელს, კერძოდ 18 მაისს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფინალური მატჩი, ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად, თბილისის გარეთ გაიმართა - მიმდინარე წლის საგაზაფხულო გათამაშების მთავარ შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა.

 

2016 წლის საშემოდგომო გათამაშების ფინალი კი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შესასბამისად, ზესტაფონი სამშაბათს გახდება ჩვენი ქვეყნის მესამე ქალაქი, რომელსაც ესოდენ პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობის პატივი ერგო...

 

სტადიონის თანამშრომლები ფინალისთვის მზადების საგანგებო რეჟიმში იმყოფებიან - ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების თანახმად, ფინალის ტრანსლირება სტადიონის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ტრიბუნიდან განხორციელდება. პირდაპირი რეპორტაჟის საწარმოებლად სტადიონზე სატელევიზიო კამერების განსათავსებელი ადგილების მონტაჟი მიმდინარეობს - მთავარი კამერისათვის განკუთვნილის გარდა, უკვე დამონტაჟებულია "თამაშგარის ზონის" გასწვრივ მდებარე ორი პლატფორმაც, რაც ტელემაყურებელსა და ფეხბურთის სპეციალისტებს სადაო ეპიზოდების განმეორებისას დამატებით კომფორტს შეუქმნის...

 

დავით აბაშიძის სახელობის არენის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ტრიბუნაზევე განთავსდება საკომენტატორო ჯიხურიც... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მიმდინარეობს ფინალისათვის სათამაშო მოედნის გარშემო მდებარე ტერიტორიის საგანგებოდ "შეფუთვა"-მომზადება...

 

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მარტვილის "მერანი" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან, 22 ნოემბერს 19:00 საათზეზე დაიწყება...  

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016