Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

15.06.2017

 

 

 

 

 

 

 

 

"ოქროს ლიგის" სტარტზე

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ლიგის გათამაშების პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ჩვიდმეტწლამდელთა გუნდმა მოიპოვა თამაშის უფლება ეროვნული ჩემპიონატის "ოქროს ლიგაში", რომელშიც ქვეყნის 10 საუკეთესო 17-წლამდელთა კოლექტივი იასპარეზებს.

 

მიმდინარე წლის 17 ივნისს ზესტაფონელები "ოქროს ლიგის" პირველი ტურის შეხვედრას გამართავენ - მარგველი ჭაბუკები საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” წარმომადგენელ თანატოლებს თბილისში ესტუმრებიან. მხარეთა შეთანხმების თანახმად, ეს მატჩი თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე "ზესტაფონის" ბაზის მშვენიერ მდგომარეობაში მყოფ მინდორზე 18 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა, დღეს გაგრელებმა მატჩის გამართვის დრო და ადგილი შეცვალეს. საბოლოოდ, შეხვედრა თბილისში, ნაძალადევში მდებარე ე. წ. "შრომითი რეზერვების" სტადიონზე 17 ივნისს გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

 

ზესტაფონელ ჩვიდმეტწლამდელებს "ოქროს ლიგის" მეორე ტურის მატჩის გამართვაც თბილისში უწევთ - 26 ივნისს იმერლები საფეხბურთო სკოლა ”ავაზას” გუნდს მათსავე ბაზაზე ეწვევიან. ამის შემდეგ კი ჩემპიონატში თითქმის ორთვიანი პაუზა გამოცხადდება და ტურნირი აგვისტოს მეორე ნახევარში განახლდება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2017