20.03.2017
"მსოფლიო სპორტი" - 17-წლამდე ლიგა: მეტი ხალისი, მეტი არჩევანი
2017 წლის 19 მარტს ინტერნეტ-საიტ "მსოფლიო სპორტზე" გამოქვეყნდა ჟურნალისტ ილია ნანობაშვილის პუბლიკაცია, რომელიც საქართველოს 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის ჭაბუკთა ლიგის გასულ უქმეებზე გამართული პირველი ტურის შეხვედრებზე მოგვითხრობს. ჩვენი გვერდი ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ...
"როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, სამ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება ჭაბუკთა ლიგა - 15, 17 და 19-წლამდელთა შორის. 17-წლამდელთა (2000 წელს დაბაადებულები და უმცროსები) ლიგიდან დავიწყოთ, რომელშიც 27 გუნდი მონაწილეობს და 4 ჯგუფად არიან განაწილებულნი გეოგრაფიული პრიციპით. გუნდები ორ-ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს.
საბოლოოდ 10 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს ცალკე ორ წრედ და გამოვლინდება ჩემპიონი. შარშანდელივით ფლეი-ოფები აღარ იქნება. როგორ აირჩევა ათეული? ოთხი ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო და კიდევ, ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი.
პირველი ტური გაიმართა და ყველაზე დიდი ანგარიშით "ზესტაფონმა" მოიგო: 9:0 მარტვილის "მერანთან". ზესტაფონელთა ამ ასაკის გუნდს გურამ მაზმიშვილი წვრთნის, წინა ჩემპიონატშიც გამოდიოდნენ და თავიდან დაიწყეს ცუდად, თორემ მერე მატჩების დიდი უმეტესობა მოიგეს. თანაც, შარშანაც 2000 წელს დაბადებულებით თამაშობდნენ, ერთი წლით უფროსების ლიგაში.
დასავლეთის ზონის თამაშებიდან გამოსარჩევია "შუქურას" მოგება "გურიასთან" (5:0) და ზუგდიდური დერბი: სფფ აკადემიამ 1:0 სძლია "ზუგდიდს".
თბილისში უკეთესი გუნდებია და ამით ახალი არაფერი გვითქვამს. უკეთესი პირობებია, ჭაბუკთა არჩევანიც გაცილებით მეტია.
შარშან 17-წლამდელთა ლიგა ვოვა ვაშაძის გაწვრთნილმა "ლოკომოტივმა" მოიგო და ამჯერადაც ჩემპიონურად დაიწყო. გორში "დილას" 7:0 სძლია. ისე, "ლოკო" შარშანაც 2000 წელს დაბადებულებით გამოდიოდა, იშვიათად იმატებდა 1999-იანებს, ისიც მხოლოდ ფლეი-ოფის შეხვედრებში.
"გაგრამ" ბოლო წუთზე გადაარჩინა ქულა "ფკ გორთან" (1:1), ხოლო "ვიტ ჯორჯიამ" 2:0 იმარჯვა საჩხერეში "ჩიხურასთან".
დ ჯგუფში მოულოდნელი იყო "ავაზას" 3:0 გამარჯვება თბილისის "დინამოსთან". ავაზელებს გიორგი ანდღულაძე თავკაცობს. "საბურთალომ" ბოლნისის "სიონს" 3:1 აჯობა, ხოლო "რუსთავი"-"ცხინვალი" 1:1 დასრულდა. საბურთალოელები ერთი წლით უმცროსებით თამაშობენ და "დინამოც" მეტწილად ერთი წლით პატარებითაა.
მთავარი: წლეულს ასაკობრივებში გაცილებით მეტი გუნდია. სულ იყო პრობლემა, სად წასულიყო ჭაბუკი, თუკი "დინამოდან", "საბურთალოდან", ან "ლოკოდან" გამოუშვებდნენ... ბევრნი ქუჩაში რჩებოდნენ, რადგან ელემენტარულად, წასასვლელი არ ჰქონდათ - გუნდები არ იყო. წლეულს ასაკობრივ ლიგაში ახალი გუნდები გამოჩნდნენ: "გაგრა", "რუსთავი" და ასე შემდეგ...
ა ჯგუფი: შუქურა (ქობულეთი) - გურია (ლანჩხუთი) 5:0, კოლხეთი - დინამო (ბათუმი) 1:2, ზუგდიდი - სფფ აკადემია (ზუგდიდი) 0:1
ბ ჯგუფი: ზესტაფონი - მერანი (მარტვილი) 9:0, სამტრედია - სამგურალი (წყალტუბო) 1:0, ჭიათურა - მეშახტე (ტყიბული) 1:0 L
ჯგუფში 7 გუნდია. ტურში ქუთაისის "ტორპედომ" დაისვენა.
გ ჯგუფი: დილა (გორი) - ლოკომოტივი (თბილისი) 0:7, ჩიხურა (საჩხერე) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2, ფკ გორი - გაგრა 1:1
ჯგუფში 7 გუნდია, ტურში სფფ აკადემიამ დაისვენა.
დ ჯგუფი: ავაზა (თბილისი) - დინამო (თბილისი) 3:0, საბურთალო (თბილისი) - სიონი (ბოლნისი) 3:1, რუსთავი - ცხინვალი 1:1
ჯგუფში 7 გუნდია. 35-ე სკოლამ დაისვენა"...
|