Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

05.01.2015

"ლელოს" პუბლიკაცია

 

ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს გაჭირვებით ვინ გააკვირვებს, თუმცა რაც ამ ბოლო დროს "ზესტაფონში" ხდება, მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა. ილია კოკაიამ, ვინც 10 წლის განმავლობაში იყო "ზესტაფონის" წარმატების გარანტი, წასვლის გადაწყვეტილება მიიღო ...

28.12.2014

როინ კვასხვაძე "ზესტაფონის" ამბებს ეხმაურება

 

გაზეთ "ლელოში" დაიბეჭდა ინტერვიუ ეროვნული ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძესთან, რომელშიც ჩვენი გუნდის ექს-კაპიტანი "ზესტაფონში" შექმნილი სიტუაციისადმი და ზოგადად ზემოიმერული გუნდისა და მისი ქომაგისადმი თავის დამოკიდებულებაზეც საუბრობს ...

27.12.2014

ზესტაფონელთა ყველა ოფიციალური მატჩი

 

სულ რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნულ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკა შემოგთავაზათ. დღეს კი მარგველთა მიერ გამართული ყველა ოფიციალური მატჩის შესახებ მოგითხრობთ ...

26.12.2014

ვახტანგ ჭანტურიშვილი "ზესტაფონის" შესახებ

 

გაზეთ "ლელოს" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ვახტანგ ჭანტურიშვილთან, რომელშიც საუბარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" განვითარებული ამბებისადმი და ზოგადად იმერული გუნდისადმი ამ ფეხბურთელის დამოკიდებულებას შეეხო...

25.12.2014

ორი ინტერვიუ ტარიელ თუთარაშვილთან

 

ზესტაფონური კრიზისი, შესაძლოა, ქვეყნის მთავრობის მოსაგვარებელი გახდეს. გუშინ იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ზესტაფონის გამგებელს, ტარიელ თუთარაშვილს სწორედ ასე უთხრა. გუბერნატორი ზემოიმერული კლუბის საკითხს მთავრობის წინაშე დააყენებს ...

25.12.2014

გიორგი დარასელია "ზესტაფონის" შესახებ

 

მედიის ფურცლებზე არაერთმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი "ზესტაფონში" შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამონარიდს გიორგი დარასელიასთან ინტერვიუდან, რომელშიც "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი მარგველთა ბანაკში არსებულ სიტუაციას აფასებს ...

25.12.2014

ინტერვიუ რევაზ არველაძესთან

 

გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ სფფ-ის გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან, რომელშიც საუბარი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს შეეხო. უცვლელად გთავაზობთ "ლელოში" გამოქვეყნებულ მასალას ...

24.12.2014

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

 

23 დეკემბერს გაიმართა ზესტაფონის საკრებულოს სხდომა, რომელზეც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, საკრებულოს წევრებმა და გულშემატკივრებმა ზესტაფონში საფეხბურთო მეურნეობის მდგომარეობასა და საფეხბურთო კლუბის მომავალზე ერთად იმსჯელეს ...

24.12.2014

ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება!

 

გუშინ ზესტაფონის გამგეობისთან ხალხმრავლობა იყო - საკრებულოს სხდომაზე "ზესტაფონის" მომავლის თაობაზე უნდა ემსჯელათ, კლუბისა, რომელიც ცოტა ხნის წინ კერძო ინვესტორმა ილია კოკაიამ დატოვა. გულშემატკივრები გამგეობის წინ 15 საათისთვის შეიკრიბნენ ...

23.12.2014

რაც ხდება, კატასტროფის მოახლოების ნიშანია

 

"ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობაზე "ლელოში" ბევრი დაიწერა. კონკურენტი გუნდის დაშლას საჩხერის "ჩიხურას" გენერალური დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ეხმაურება და ამბობს, რომ "ზესტაფონში" დაწყებული პროცესი ქართულ ფეხბურთს კატასტროფით ემუქრება ...

23.12.2014

სადაც უნდა ვიყო, "ზესტაფონელებისთვისაც ვითამაშებ

 

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი "დაჩიას" დაუბრუნდა. დღეს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჯაბა დვალის ინტერვიუ. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ ინტერვიუდან, სადაც ჯაბა "ზესტაფონსა" და ზესტაფონელ გულშემატკივარზე საუბრობს ...

22.12.2014

"ლელოს" პუბლიკაცია

 

ამ დღეებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საბოლოოდ უნდა თქვას, სურს თუ არა ქალაქში საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და, ზოგადად, ფეხბურთის გადარჩენა. შეგახსენებთ საქმის არსს: რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონი" მფლობელმა ილია კოკაიამ დატოვა ...

18.12.2014

“ზესტაფონის” მომავალი გაურკვეველია

 

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრეში რა სახით წარსდგება, არავინ იცის. ჯერჯერობით კლუბი არ გაუქმებულა, მაგრამ ისეთი ვითარებაა, რომ ილია კოკაია “ზესტაფონში” ინვესტიციის ჩადებას აღარ აპირებს ...

15.12.2014

ეროვნული ჩემპიონატი: ყველა სეზონი, გუნდი, ციფრი

 

7 დეკემბერს დასრულდა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი. "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის შემაჯამებელ ცხრილს გთავაზობთ ...

12.12.2014

ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ციფრებში

 

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი 2014 წლის 7 დეკემბერს დასრულდა. ტრადიციისამებრ, გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება ...

08.12.2014

დუბლიორებმა პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულეს

 

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთხუთმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტები "ბაიას" ბაზაზე ”ზუგდიდის” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

07.12.2014

უგოლო ფრე ზუგდიდში

 

2014 წლის 7 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი, რიგით მეთხუთმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონი” საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ადგილობრივ "ზუგდიდს" დაუპირისპირდა ...

06.12.2014

ინტერვიუ თედო გრიგალაშვილთან

 

ჩვენს ჩემპიონატში თუ ვინმეს პერსპექტიული ფეხბურთელი ეთქმის, ერთ-ერთი მათგანი თედო გრიგალაშვილია. საიმედო, ჭკვიანი, უნივერსალი - სამი სიტყვით სწორედ ასე შეიძლება მისი დახასიათება. ”ზესტაფონს” არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი არ უდგას, თუმცა ...

05.12.2014

პირველი წრე ზუგდიდში გასამართი მატჩით დასრულდება

 

7 დეკემბერს ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნით მატჩს გამართავს. ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე გასამართ პირველობის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში იმერლები საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" ესტუმრებიან ...

04.12.2014

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

წლეულს "ზესტაფონი" არასტაბილურად კი თამაშობს და ხანდახან მოსაგები მატჩები მისი მეტოქის გამარჯვებით მთავრდება, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც ჯაბა დვალი ლიდერის შესაფერისად გამოიყურება და კლუბისა და მთლიანად ჩემპიონატის ბომბარდირთა სიასაც ლიდერობს ...

03.12.2014

პირველი წრის დასკვნითი მატჩისთვის მზადება

 

ორდღიანი დასვენების შემდეგ, დღეს იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას მარგველები 7 დეკემბერს გამართავენ - ჩვენი გუნდი "ზუგდიდს" დაუპირისპირდება ...

01.12.2014

დუბლიორთა ფრე უხვგოლიან შეხვედრაში

 

1 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ბათუმის ”დინამოს” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს...

30.11.2014

ბათუმელთა გამარჯვება ზესტაფონში

 

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებულ ბათუმის ”დინამოს” უმასპინძლა...

28.11.2014

ბათუმელებთან მატჩის წინ

 

კვირას, 30 ნოემბერს, ”ზესტაფონი” მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" უმასპინძლებენ...

26.11.2014

განმეორებითი მერვედფინალური მატჩი

 

2014 წლის 26 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებითი მერვედფინალური მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ადგილობრივმა ”ზესტაფონმა” საჩხერის ”ჩიხურას” უმასპინძლა ...

24.11.2014

"ჩიხურასთან" საპასუხო მატჩისთვის მზადება

 

26 ნოემბერს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური სტადიის განმეორებით შეხვედრას გამართავს - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზესტაფონელები საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებენ ...

22.11.2014

უხვგოლიანი იმერული რანდევუ

 

2014 წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ოთხი შეხვედრა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მორიგი, რიგით ოცდამესამე იმერული "დერბი" გაიმართა - ადგილობრივმა ”ტორპედომ” ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

21.11.2014

დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტური

 

21 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტები ”ტორპედოს” მეორე გუნდს ქუთაისური კლუბის ბაზაზე ესტუმრნენ ...

19.11.2014

მორიგი იმერული დერბის წინ სათქმელი

 

”ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის ემზადება. ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში მორიგი იმერული დერბი გაიმართება - 22 ნოემბერს ქუთაისის ცენტრალური სტადიონი "ტორპედოსა" და ”ზესტაფონის” რიგით ოცდამესამე საჩემპიონატო დუელს უმასპინძლებს ...

17.11.2014

პირველი მერვედფინალური მატჩი

 

17 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების პირველი მერვედფინალური მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა ”ჩიხურამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

15.11.2014

თასის გათამაშებაში მორიგი სტარტის წინ

 

17 ნოემბერს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩს გამართავს - ზესტაფონელები საქართველოს სუპერთასის მოქმედ მფლობელ საჩხერის "ჩიხურას" ესტუმრებიან ...

14.11.2014

ზესტაფონელთა სათასო ბატალიების ისტორია

 

17 ნოემბერს"ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშებაში ჩაერთვება - ივანწმინდაში გასამართი შეხვედრით ზესტაფონელები ეროვნული თასის გათამაშებაში სტარტს მეთერთმეტედ აიღებენ...

12.11.2014

სპარინგ-მატჩი ფოთის "კოლხეთთან"

 

12 ნოემბერს ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული თასისა და ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, სპარინგ-შეხვედრა გამართა - დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე მარგველებმა ფოთის ”კოლხეთს” უმასპინძლეს ...

10.11.2014

სიახლეები ზემოიმერელთა ბანაკიდან

 

ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზესტაფონელებმა ორი დღე დაისვენეს და საწვრთნელ პროცესს 9 ნოემბერს დაუბრუნდნენ. 12 ნოემბერს ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება - ერთმანეთს "ზესტაფონი" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდებიან ...

07.11.2014

დუბლიორთა გამარჯვება უხვგოლიან შეხვედრაში

 

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ცხინვალის ”სპარტაკის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

06.11.2014

ნანატრი გამარჯვება საშინაო კედლებში

 

2014 წლის 6 ნოემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის სამი სასტარტო შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” უმასპინძლა ...

04.11.2014

ცხინვალელებთან მატჩის წინ

 

ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, ”ზესტაფონი” მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლებენ ...

03.11.2014

დუბლიორთა ტურნირის ლიდერთა მატჩი

 

3 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტები თბილისის ”ვიტ-ჯორჯიის” მეორე გუნდს მცხეთაში ესტუმრნენ ...

02.11.2014

გამარჯვება "მცხეთა-პარკზე"

 

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები. ქალაქ მცხეთის სტადიონ "მცხეთა-პარკზე" თბილისის ”ვიტ-ჯორჯიამ” საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

31.10.2014

მორიგი მეტოქე - ორგზის ჩემპიონი ვეტერინარები

 

კვირას, 2 ნოემბერს, ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” სტადიონ "მცხეთა-პარკზე" ესტუმრებიან ...

30.10.2014

"ზესტაფონი" მორიგი მატჩისათვის ემზადება

 

იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას მარგველები 2 ნოემბერს გამართავენ - მცხეთის სტადიონ "მცხეთა-პარკზე" "ზესტაფონი" თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" დაუპირისპირდება ...

28.10.2014

ინტერვიუ გურამ ასპინძელაშვილთან

 

"მერანთან" ფრე მარგველებისთვის ზედიზედ მეხუთე იყო მიმდინარე ჩემპიონატში. "ლელოს" "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი ესაუბრა. ჩავთვალოთ, რომ "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა ხანგრძლივი დუმილი დაარღვია ...

27.10.2014

დუბლიორთა გამარჯვება მარტვილელებთან შეხვედრაში

 

2014 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეათე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

26.10.2014

ზედიზედ მეხუთე ფრე

 

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის დასვნითი შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” მარტვილის ”მერანს” უმასპინძლა. მატჩი დასრულდა ფრედ ანგარიშით 0-0 ...

25.10.2014

ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან

 

"ზესტაფონთან" დაკავშირებით სალაპარაკო ბლომად დაგროვდა. იმერელთა ხელმძღვანელობა სლოვაკეთში ვიზიტით იმყოფებოდა. კლუბის გენერალურ დირექტორთნ, მიხეილ ხუციშვილთან საუბარი სწორედ ამ ვიზიტის შეჯამებით დავიწყეთ და მერე სხვა თემებსაც გადავწვდით ...

24.10.2014

მარტვილელებთან მატჩის წინ

 

26 ოქტომბერს ”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის მეათე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები მარტვილის "მერანს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან ...

24.10.2014

ვიზიტი სლოვაკეთში

 

რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონის" წარმომადგენლები ოფიციალური სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდნენ - სტუმრები საქართველოდან ქალაქ ტრნავას საფეხბურთო კლუბ "სპარტაკს" ეწვივნენ. ვიზიტის მსვლელობისას სტუმრერი ესტუმრნენ ...

23.10.2014

ინტერვიუ ჯაბა დვალთან

 

ზესტაფონური კლუბების ღირსება არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს დაუცავს, თუმცა ხალხის სიყვარულით ჯაბა დვალს ბევრი ვერ შეედრება. "დილასთან" მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ დვალს ჩემპიონატში "ზესტაფონის" მაისურით გატანილი 51 გოლი მოუგროვდა...

22.10.2014

"პრივატბანკი" "ზესტაფონის" სპონსორი გახდა

 

“ზესტაფონის” სპონსორი “პრივატბანკი” გახდა. 22 ოქტომბერს კლუბის ოფისში “პრივატბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა იური კანდაუროვმა და “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს ...

21.10.2014

ჯაბა დვალის და მისი 51 გოლის ამბავი

 

გორში გამართულ შეხვედრაში ჯაბა დვალმა "დუბლი" შეასრულა. აღნიშვნის ღირსი კი ეს ამბავი იმიტომაა, რომ ეს გოლები 29 წლის ფორვარდისთვის ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში მარგველთა მაისურით გატანილი რიგით 50-ე და 51-ე გახლდათ ...

20.10.2014

დუბლიორთა გამარჯვება გორში

 

20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტურის მატჩები. გორის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”დილას” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

19.10.2014

ფრე "თენგიზ ბურჯანაძეზე"

 

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის ხუთი შეხვედრა - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ადგილობრივმა ”დილამ” ქვეყნის ორგზის ჩემპიონ ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

17.10.2014

"ზესტაფონისა" და "დილას" ურთიერთობები ციფრებში

 

19 ოქტომბერს ”ზესტაფონი” მორიგ მატჩს გამართავს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ადგილობრივ ”დილას” დაუპირისპირდება ...

16.10.2014

იმერლები "დილასთან" მატჩისთვის ემზადებიან

 

მცირე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას მარგველები 19 ოქტომბერს გამართავენ - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე "ზესტაფონი" "დილას" ესტუმრება ...

15.10.2014

19 წუთში დატეული 10 წელი

 

მიმდინარე წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა. გთავაზობთ ჩვენი კლუბის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ ვიდეომასალას, რომელიც ზემოიმერელთა ისტორიის ათწლიანი პერიოდის შესახებ მოგითხრობთ ...

12.10.2014

სპარინგ-მატჩი საჩხერის "ჩიხურასთან"

 

12 ოქტომბერს ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი სპარინგი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებმა საჩხერის ”ჩიხურას” უმასპინძლეს ...

11.10.2014

შეხვედრა მედიასთან "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში

 

"ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ და ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში გუშინ გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც საუბარი ზესტაფონის ბაზის მშენებლობისას კომპანია "დომინუსის" მიერ თანხების მიტაცებასა და სხვა საინტერესო საკითხებს შეეხო ...

09.10.2014

ამხანაგური მატჩი "საბურთალოსთან"

 

2014 წლის 9 ოქტომბერს ”ზესტაფონმა” ამხანაგური შეხვედრა გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სპარინგ-მატჩში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი პირველი ლიგის წარმომადგენელს, თბილისის ”საბურთალოს” დაუპირისპირდა ...

07.10.2014

ჩვენი მეტოქე - საჩხერის ”ჩიხურა”

 

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ფოთის ”კოლხეთს” უმასპინძლა ...

05.10.2014

დუბლიორთა მორიგი გამარჯვება

 

2014 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ფოთის ”კოლხეთის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

04.10.2014

ზედიზედ მესამე ფრე

 

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ფოთის ”კოლხეთს” უმასპინძლა ...

03.10.2014

”ზესტაფონი” ბატონ ილიას ულოცავს!

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბის ყველა თანამშრომლის სახელით, დაბადების დღეს ულოცავს ბატონ ილია კოკაიას, რომელსაც დღეს 58 წელი შეუსრულდა! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

02.10.2014

ფოთელებთან შეხვედრის მოლოდინში

 

2014 წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავში ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”მეტალურგის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

01.10.2014

ტელეკომპანია "TVS"-ს სიუჟეტი

 

თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე კვლავაც მიმდინარეობს სამუშაოები. პირველი მინდვრის დაგების პროცესი უკვე დასრულდა. გთავაზობთ ტელეკომპანია "TVS"-ის სიუჟეტს, რომელიც თბილისურ ბაზაზე მიმდინარე მშენებლობას ეძღვნება ...

29.09.2014

იმერლები "კოლხეთთან" მატჩისთვის ემზადებიან

 

ორდღიანი დასვენების შემდეგ იმერლები საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას მარგველები 4 ოქტომბერს გამართავენ - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონი" ფოთის "კოლხეთს" დაუხვდება ...

27.09.2014

დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩი

 

2014 წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავში ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”მეტალურგის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

26.09.2014

ფრე რუსთავში

 

2014 წლის 26 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" ერთმანეთს ადგილობრივი ”მეტალურგი” და ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ ...

25.09.2014

რუსთაველებთან მორიგი შეხვედრის წინ

 

ხვალ, 26 სექტემბერს, ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი ადგილობრივ "მეტალურგს" დაუპირისპირდება ...

24.09.2014

ინტერვიუ ვახტანგ ჭანტურიშვილთან

 

ვახტანგ ჭანტურიშვილი ერთ-ერთი იმათგანია, დიდი მოცულობის სამუშაოს რომ ასრულებენ მოედანზე. მკვრივი, მოძრავი და სხარტია. ის 1993 წელსაა დაბადებული და ისე მოხდა, რომ არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა ქეცბაიამ ეროვნულის კანდიდატთა შორის მიიწვია ...

24.09.2014

ფოტორეპორტაჟი ბაზის მშენებლობის შესახებ

 

თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. სულ რამდენიმე დღის წინ მშენებარე კომლექსის პირველი საფეხბურთო მინდვრის დაგების პროცესი დაიწყო ...

23.09.2014

მარგველთა მზადების შესახებ

 

მცირე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრას მარგველები 26 სექტემბერს რუსთავში გამართავენ - "ზესტაფონს" ადგილობირივი "მეტალურგი" უმასპინძლებს ...

23.09.2014

სიახლეები "ზესტაფონიდან"

 

"ზესტაფონში" ახალი და კარგი ამბებია. კლუბი ნელ-ნელა უმკლავდება ფინანსურ კრიზისს, რომელმაც მარგველთა ბანაკი ჩემპიონატის დაწყების წინ მოიცვა. დავიწყოთ ზესტაფონში მშენებარე ბაზით - დარჩენილია მხოლოდ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ...

21.09.2014

დუბლიორთა გამარჯვება ორნიშნა ანგარიშით

 

21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ქობულეთის საფეხბურთო კლუბ ”შუქურას” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

20.09.2014

ბოლოსწინა წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება

 

2014 წლის 20 სექტემბერს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებულ ქობულეთის საფეხბურთო კლუბ ”შუქურას” უმასპინძლა ...

18.09.2014

ქობულეთელებთან სადებიუტო მატჩის მოლოდინში

 

ბოლნისელებთან მატჩის შემდეგ იმერლებმა ერთი დღე დაისვენეს, გუშინ კი შეიკრიბნენ და ვარჯიშს შეუდგნენ. ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მეექვსე ტურის შეხვედრას მარგველები 20 სექტემბერს გამართავენ - "დავით აბაშიძეზე" "ზესტაფონი" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს ...

16.09.2014

"მიხეილ მესხზე" მოპოვებული სამი ქულა

 

2014 წლის 16 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, სანაკრებო ბატალიების გამო გადადებული, რიგით მეოთხე ტურის შეხვედრები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონი” ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა ...

15.09.2014

"სიონთან" მორიგი დაპირისპირების წინ

 

”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 16 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან ...

13.09.2014

სამტრედიელ დუბლიორთა განადგურება ზესტაფონში

 

13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ”სამტრედიის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

12.09.2014

იმერული დერბი და სიურპრიზები ხორავასაგან

 

2014 წლის 12 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა ...

11.09.2014

სამი წლის შემდეგ დაბრუნებული დერბი

 

”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები ”სამტრედიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ ...

09.09.2014

ინტერვიუ თედორე გრიგალაშვილთან

 

21-წლამდელთა ნაკრებს გასვლაზე ჰოლანდიელები დაამარცხა. თამაში კარგი გამოვიდა და ვერავინ იტყვის, რომ ჩივაძის შეგირდების გამარჯვება ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო. ჰოლანდიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თედო გრიგალაშვილი ...

08.09.2014

"ზესტაფონი" მზადებას განაგრძობს

 

ბათუმელებთან გამართული მატჩის შემდეგ, მარგველებმა დაისვენეს და დღეიდან ისევ საქმეს შეუდგნენ. გია გეგუჩაძემ გუნდი, რომელსაც ნაკრები გუნდებიდან დაბრუნებული ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, ზესტაფონში შეკრიბა და კლუბის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი გაგრძელდა ...

05.09.2014

სპარინგ-მატჩი ბათუმის "დინამოსთან"

 

2014 წლის 5 სექტემბერს ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი სპარინგი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველებმა ბათუმის ”დინამოს” უმასპინძლეს ...

05.09.2014

ოცდაერთწლამდელთა გამარჯვება ჰოლანდიაში

 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიაში მასპინძელთა გუნდის ძლევით დაასრულა. სასიამოვნოა, რომ ამ გამარჯვებაში თავის წვლილი ჩვენი კლუბის წარმომადგენლებმაც შეიტანეს ...

04.09.2014

"ზესტაფონს" ტრნაველთა ვიცე-პრეზიდენტი ესტუმრა

 

2014 წლის 3-4 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" სლოვაკეთიდან სტუმრები ეწვივნენ - საქართველოში არაოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ტრნავას საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" ვიცე-პრეზიდენტი ზორან ტერზიჩი ...

02.09.2014

ამხანაგური მატჩი "ზუგდიდთან"

 

2 სექტემბერს ”ზესტაფონმა”, რომელიც ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე იმერლები უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელ ”ზუგდიდს” დაუპირისპირდნენ ...

01.09.2014

"ზესტაფონს" გიორგი ხიდეშელი შეუერთდა

 

2014 წლის 31 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ეროვნული პირველობის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 26 წლის მცველი გიორგი ხიდეშელი კარიერას ისევ იმერულ კლუბში გააგრძელებს ...

30.08.2014

დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩი

 

30 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონის” რეზერვისტები ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ ...

29.08.2014

სპარინგ-მატჩი მარტვილელებთან

 

2014 წლის 29 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” სპარინგ-მატჩი გამართა - ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ ...

28.08.2014

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

 

მცირე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ და დღეს გუნდმა თითოჯერ ივარჯიშა, ხვალ კი ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება - ერთმანეთს "ზესტაფონი" და მარტვილის "მერანი" დაუპირისპირდებიან ...

27.08.2014

ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან

 

”ზესტაფონში” სლოვაკურ ”სპარტაკთან” განცდილი მარცხის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა... რა მოხდა რეალურად კლუბში, რა მიზნები და სატრანსფერო პოლიტიკა ექნება მას, რატომ შეცვალა გუნდმა გეზი? ამაზე კლუბის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი გვესაუბრება ...

26.08.2014

ინტერვიუ გიორგი ილურიძესთან

 

გიორგი ილურიძე კვიპროსული "ერმისიდან" საქართველოში დაბრუნდა და სეზონის ბოლომდე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" ითამაშებს. ოცდაორი წლის ფორვარდი ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი იმედია და მარგველთათვის მისი შემატება პატარა საქმე არ არის ...

26.08.2014

ზესტაფონელები ნაკრების სპეციალურ შეკრებაზე

 

საქართველოს ნაკრები ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დაიწყო. თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები სპეციალურ შეკრებას გაივლიან ...

24.08.2014

დუბლიორთა ტურნირის მორიგი მატჩი

 

2014 წლის 24 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

23.08.2014

"ზესტაფონი"-"დინამო" (თბილისი) 2-3

 

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონმა” მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის ”დინამოს” უმასპინძლა ...

22.08.2014

ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

იმერელთა რიგებს ფეხბურთელი შეუერთდა - 22 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ილურიძე. თავდამსხმელმა, რომელსაც გორის "დილაში", ხორვატულ "ჰაიდუკში", ბოლოს კი კვიპროსულ "ერმისში" უასპარეზია, "ზესტაფონთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა ...

22.08.2014

"ზესტაფონი"-"დინამო". მორიგი მატჩის წინ

 

23 აგვისტოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში ”ზესტაფონი” პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს უმასპინძლებს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველთა და თბილისის დინამოელთა რიგით 34-ე საჩემპიონატო დაპირისპირება გაიმართება ...

20.08.2014

"ზესტაფონი" მზადებას შეუდგა

 

ხანმოკლე დასვენების შემდეგ იმერლები შეიკრიბნენ და საკუთარ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას მარგველები 23 აგვისტოს გამართავენ - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონი" თბილისის "დინამოს" დაუხვდება ...

17.08.2014

დუბლიორთა გამარჯვება საჩხერეში

 

2014 წლის 17 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები საჩხერეს ”ჩიხურას” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

16.08.2014

დასანანი მარცხი ივანწმინდაში

 

16 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის 3 მატჩი. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა ”ჩიხურამ” ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2015