Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 

 

 

 

 

 

16.07.2015

ნიკა ქავთარაძე: "დაუბრუნდეს "ზესტაფონი" ფეხბურთს!"

 

ცნობილი ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე "ზესტაფონს" მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს. თავის facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ის გუნდის გადარჩენის მოთხოვნას აჟღერებს და გუნდის ქომაგებს მოუწოდებს შეუერთდნენ "ზესტაფონის" თანადგომის აქციას ...

14.07.2015

ილია კოკაიას ინტერვიუ დავით მინაშვილის "არენაში"

 

13 ივლისს თოქ-შოუ "არენაში" გავიდა ბატონი ილია კოკაიას ინტერვიუ, რომელშიც ”ზესტაფონის” მფლობელიმა ქართულ ფეხბურთში შექმნილ კატასტროფულ ვითარებაზე, ინვესტორთა მხრიდან ფეხბურთისადმი ინტერესის დაკარგვაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრა...

11.07.2015

რუბრიკა "რეტროსპექტივის" მორიგი გვერდი

 

"ზესტაფონის" ვებ-გვერდი იმერელთა მიერ უეფას საკლუბო ტურნირების ეგიდით გამართულ მატჩებზე მოგითხრობთ. ამჯერად თქვენი ყურადღება უეფას თასის 2008-2009 წლების გათამაშებაში უნგრული "დიორი ეტოს" წაინააღმდეგ ზესტაფონში გამართულ მატჩზე უნდა შევაჩეროთ ...

09.07.2015

თაკო გაჩეჩილაძის თანადგომა "ზესტაფონს"

 

"ზესტაფონის" გულშემატკივარი, ცნობილი მომღერალი და ტელეკომპანია "იმედის" მუსიკალური პროექტი “ერთი ერთში”-ს მონაწილე თაკო გაჩეჩილაძე თავის fb-გვერდზე "ზესტაფონთან" დაკავშირებულ კომენტარს აქვეყნებს და მასში ჩვენს კლუბს თანადგომას უცხადებს ...

06.07.2015

"ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

ფეხბურთში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - სუპერთასის ბილეთები, ჯაბა კანკავას საკითხი, ევროტურნირები თუ ფედერაციის კარსმომდგარი არჩევნები... ილია კოკაიასთან საუბარი "ზესტაფონის" თემით დავიწყეთ და თანდათან სხვა საკითხებსაც გადავწვდით...

04.07.2015

ილია კოკაია სტუმრად ინგა გრიგოლიას "რეაქციაში"

 

3 ივლისს ტ.კ. "იმედის" ეთერში ინგა გრიგოლიას საავტორო თოქ-შოუ "რეაქციის" მორიგი გამოშვება გავიდა. ამ გადაცემაში, რომელიც ფეხბურთში დატრიალებულ სკანდალურ ამბებს მიეძღვნა, სხვა სტუმრებთან ერთად, მონაწილეობა ბატონმა ილია კოკაიამ მიიღო ...

03.07.2015

"დავით აბაშიძეზე" გამართული მატჩის გამოძახილი

 

2015 წლის 2 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი, რომელშიც ბათუმის „დინამომ“ კვიპროსულ „ომონიას“ უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა ...

30.06.2015

ჩვენი საიტი ახალ რუბრიკას წარმოგიდგენთ

 

ევროპული საკლუბო ტურნირების დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენი ვებ-გვერდი ახალ, რეტროსპექტიულ რუბრიკას გთავაზობთ, რომელშიც, გულშემატკივრებთან და საიტის სტუმრებთან ერთად, იმერული გუნდის მიერ ევროტურნირებში გამართულ მატჩებს გავიხსენებთ ...

21.06.2015

100 000 ლარი დაზარალებულთა დასახმარებლად

 

საქართველოს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედია გულგრილს ვერავის დატოვებდა... "ზესტაფონის" მფლობელმა, ბატონმა ილია კოკაიამ თბილისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით შექმნილ საბიუჯეტო ანგარიშზე 100 ათასი ლარი გადარიცხა ...

18.06.2015

18 ივნისი "ზესტაფონის" დაბადების დღეა!

 

2015 წლის 18 ივნისს „ზესტაფონს“ 11 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ მცირე მასალას, რომელიც ამ წლების მანძილზე კლუბის მიერ განვლილ გზაზე,  მის ისტორიაზე, სპორტულ მოედნებსა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში „ზესტაფონის“ მიღწევებზე მოგვითხრობს ...

12.06.2015

ჩვენი საიტის მილიონი სტუმრის ამბავი

 

2015 წლის 12 ივნისს აღსანიშნავი ამბავი მოხდა - პოპულარული ქართული საიტების რეიტინგ-გვერდის "www.top.ge"-ს სტატისკური მონაცემების თანახმად საფებურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდს რიგით მე-1 000 000 უნიკალური სტუმარი ეწვია ...

09.06.2015

ოცდაექვსი ეროვნული ჩემპიონატი ციფრებში

 

სულ მცირე ხნის წინ დასრულდა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. ტრადიციისამებრ, "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ყველა ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის შემაჯამებელ ცხრილს გთავაზობთ ...

02.06.2015

"ლელოს" ინტერვიუ ილია კოკაიასთან

 

„ზესტაფონმა“ თბილისური ბაზის პრეზენტაცია გამართა. მალე ზესტაფონში მდებარე ბაზაზეც დაიწყება სამუშაოების ახალი ეტაპი. როგორი იქნება კლუბის მომავალი? რომელ ლიგაში ითამაშებს გუნდი? სურს თუ არა ქართულ ფეხბურთში დარჩენა კლუბის მფლობელ ილია კოკაიას ...

30.05.2015

პრეზენტაცია ზესტაფონელთა თბილისის ბაზაზე

 

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” თბილისის ბაზაზე მწვანე საფარის დაგების პროცესი დასრულდა. სადღეისოდ საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დედაქალაქურ ბაზაზე მაღალი დონის ორი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანია ამოქმედებული ...

21.05.2015

გამგეობაში - სალდო, ლოზანაში - სამართალი

 

ამ ცოტა ხნის წინათ ზესტაფონის საკრებულომ ადგილობრივი გუნდის დახმარებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ კლუბის პასივები აქტივებს აღემატებოდა. აქვე იყო დაპირება - როცა კლუბს ვალები აღარ ექნებოდა, აუცილებლად მოხდებოდა მისი თანადაფინანსება ...

12.05.2015

"ლელოს" პუბლიკაცია

 

"ზესტაფონის" ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბოლო დროს არაერთხელ ითქვა და დაიწერა. იმერული კლუბის პრესსამსახურმა მოგვაწოდა კლუბის მფლობელის, ილია კოკაიას კომენტარი, რომელშიც ის რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას ...

08.05.2015

კლუბის მფლობელის გამოხმაურება

 

"ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია 2015 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „TVS”-ს ეთერში ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად (დომენტი) სიჭინავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ...

08.05.2015

„ზესტაფონის“ სპეციალური პრესკონფერენცია

 

7 მაისს PrimeTimeNews-ის პრესკლუბში „ზესტაფონმა“  პრესკონფერენცია გამართა. კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და მენეჯერმა სერგო ფუტკარაძემ ფეხბურთელის მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე და სხვა მრავალ საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს ...

07.05.2015

ილია კოკაია "სანაიას ეთერში"

 

მიმდინარე წლის 6 მაისს ტელეკომპანია "TV Sport"-ის ეთერში, თოქ-შოუ "სანაიას ეთერის" მორიგი გამოშვება გავიდა. გადაცემის, რომელიც ისევ ქართულ ფეხბურთში დატრიალებულ სკანდალურ ამბებს მიეძღვნა, სტუმარი ”ზესტაფონის” მფლობელი, ბატონი ილია კოკაია გახლდათ ...

06.05.2015

ტელეკომპანია "TVS" საფეხბურთო სკანდალის შესახებ

 

2015 წლის 5 მაისს ტელეკომპანია "TV Sport"-ის ეთერში გავიდა ვახო სანაიას საავტორო თოქ-შოუ "სანაიას ეთერი", რომელშიც სხვა სტუმრებთან ერთად მონაწილეობა ”ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მიიღო ...

05.05.2015

მიხეილ ხუციშვილი სტუმრად "არენაში"

 

4 მაისს თოქ-შოუ "არენას" ეთერში გავიდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი ინტერვიუ, რომელშიც საუბარი კლუბში სადღეისოდ შექმნილ ვითარებასა და ბევრ სხვა ძალიან საინტერესო და საჭირბოროტო საკითხს შეეხო ...

01.05.2015

"ზესტაფონის" ხელოვნურსაფარიანი მოედნის ამბები

 

სანამ "ზესტაფონი" და მისი ქომაგი სპორტული დავების განმხილველ ტრიბუნალში დანიშნული იმერელთა აპელაციის განხილვის შედეგებს ელოდებიან, ჩვენი დუბლშემადგენლობა, ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე და ასაკობრივი გუნდები სავარჯიშო პროცესს არ წყვეტენ ...

28.04.2015

იმის შესახებ, თუ "რა სურთ ზესტაფონში"

 

გაზეთი "ჩვენი თამაშის" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ სფფ-ს გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან, რომელშიც რესპონდენტი "საქართველოს ჩემპიონატიდან მოხსნილ "ზესტაფონთან" დაკავშირებულ ბოლოდროინდელ სკანდალურ ამბებზე" საუბრობს ...

24.04.2015

დავით ლორთქიფანიძე: სფფ-მ "ზესტაფონზე" შური იძია

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე მკვახე განცხადებებით გამოირჩევა. მისი სამიზნე ფეხბურთის ფედერაციაცაა. მან პრესკონფერენცია კვლავ საფეხბურთო თემაზე გამართა და უმაღლესი ლიგიდან "ზესტაფონის" მოკვეთის შესახებ ილაპარაკა ...

23.04.2015

"ზესტაფონის" პრეს-სამსახურის განცხადება

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური ამ ბოლო დღეებში ჩვენი კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას გაგაცნობთ: როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს ჩვენი გუნდი გორის "დილას" წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა ...

22.04.2015

ინტერვიუ პარლამენტარ დავით ლორთქიფანიძესთან

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „ზესტაფონის" უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოხსნის შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციას შესაძლებლობა ჰქონდა, აღნიშნული ფაქტი აღეკვეთა, მაგრამ ამისთვის არაფერი გაუკეთებია ...

22.04.2015

ილია კოკაია სანაიას ეთერში

 

მიმდინარე წლის 21 აპრილს ტელეკომპანია "TV Sport"-ის ეთერში, თოქ-შოუ "სანაიას ეთერის" მორიგი გამოშვება გავიდა. გადაცემის სტუმარი ”ზესტაფონის” მფლობელი, ბატონი ილია კოკაია გახლდათ. გთავაზობთ გუშინდელი გადაცემის სრულ ვიდეოჩანაწერს ...

22.04.2015

საკრებულო: 13-17 ფეხბურთის წინააღმდეგ

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინ, 21 აპრილს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” დაფინანსებაზე უარი უთხრა. კლუბისთვის თანხის გამოყოფის მომხრე 13 დეპუტატი აღმოჩნდა, ხოლო მოწინააღმდეგე – 17 ...

21.04.2015

ილია კოკაიას ექსკლუზიური ინტერვიუ

 

2015 წლის 20 აპრილს დავით მინაშვილის საავტორო თოქ-შოუ "არენაში" გავიდა ”ზესტაფონის” მესაკუთრის, ბატონი ილია კოკაიას ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც საუბარი კლუბში შექმნილ ვითარებასა და ბევრ სხვა ძალიან საინტერესო და საჭირბოროტო საკითხს შეეხო ...

20.04.2015

სიუჟეტი ტოქ-შოუ "არენაში"

 

20 აპრილს თოქ-შოუ "არენაში" გავიდა სიუჟეტი, რომელიც ”ზესტაფონსა” და გორის ”დილას” შორის მატჩის ჩაშლას, სტადიონზე და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. ამავე სიუჟეტში მომხდარის შესახებ კომენტარს ფეხბურთის სპეციალისტები და ქომაგები აკეთებენ ...

19.04.2015

"ზესტაფონისა" და "დილას" მატჩი არ შედგა

 

21 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრა უნდა გამართულიყო. ”ზესტაფონს” გორის ”დილასთვის” უნდა ემასპინძლა, თუმცა იმერულ კლუბში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის გამო მატჩი აღარ გაიმართა ...

17.04.2015

დუბლიორთა ფრე გორელებთან შეხვედრაში

 

2015 წლის 17 აპრილს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა გორის ”დილას” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

15.04.2015

"ზესტაფონის" ბედს სამშაბათს საკრებულო გადაწყვეტს

 

2015 წლის 21 აპრილს გაიმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც ტარდება საკრებულოს წევრთა ინიციატივით და რომელზეც განხილული იქნება "ზესტაფონის" კრიზისიდან გამოყვანისა და დაფინანსების საკითხი ...

11.04.2015

მატჩი "ევგრაფი შევარდნაძეზე"

 

2015 წლის 11 აპრილს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ოცდამესამე ტურის შეხვედრაში ”ზესტაფონი” ლანჩხუთს ესტუმრა და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ფოთის ”კოლხეთს” დაუპირისპირდა ...

09.04.2015

"ზესტაფონის" პრობლემები "სანაიას ეთერში"

 

მიმდინარე წლის 8 აპრილს ტელეკომპანია "TV Sport"-ის ეთერში, თოქ-შოუ "სანაიას ეთერის" მორიგი გამოშვება გავიდა. გადაცემაში ყურადღება ”ზესტაფონში” არსებულ მდგომარეობაზე და კლუბის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქებაზე გამახვილდა ...

08.04.2015

დუბლიორები ფოთში უფულობის გამო ვერ წავიდნენ

 

8 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის დუბლიორთა ტურნირის ოცდამესამე ტურის შეხვედრები იმართება. ფოთის ”კოლხეთის” მეორე გუნდს ”ზესტაფონის” რეზერვისტებისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა იმერულ კლუბში შექმნილი მდგომარეობის გამო, მატჩი ჩაიშალა ...

06.04.2015

იურიდიული კომიტეტის პასუხის მოლოდინში

 

გამომდინარე იქიდან, რომ “ზესტაფონის” დაფინანსების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა, 6 აპრილს გუნდს არ უვარჯიშია. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” აცნობა “ზესტაფონის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა... მან კლუბის ირგვლივ ამჟამად არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა...

04.04.2015

მატჩის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია

 

”მეტალურგთან” მოგებული მატჩის შემდეგ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელშიც, მწვრთნელების გარდა, მონაწილეობა იმერული კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმაც მიიღოა ...

03.04.2015

გამარჯვება რუსთაველებთან შეხვედრაში

 

3 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, რიგით ოცდამეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა ”ზესტაფონმა” რუსთავის ”მეტალურგს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხა ...

03.04.2015

ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან

 

დღეს "ზესტაფონი" რუსთავის "მეტალურგს" დაუხვდება. იყო ალბათობა, ეს თამაში საერთოდ არ გამართულიყო "ზესტაფონში" არსებული უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამო, თუმცა შეხვედრა მაინც შედგება. "ლელო" მარგველთა თავკაც გიორგი მიქაძეს დაუკავშირდა ...

02.04.2015

რუსთაველებთან მორიგი "დუელის" წინ

 

3 აპრილს ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება ...

30.03.2015

"გადაარჩინეთ ფეხბურთი!"

 

30 მარტს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულები შეიკრიბნენ. კლუბში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ზემოიმერელმა ქომაგმა ხელისუფლებისაგან გუნდის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ...

28.03.2015

ამხანაგური მატჩი საჩხერელებთან

 

28 მარტს ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მასპინძლები მარგვეთის მხარის კიდევ ერთ წარმომადგენელს, საჩხერის ”ჩიხურას” დაუპირისპირდნენ ...

27.03.2015

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” გადაცემა ”სპექტრში” მიმდინარე წლის 27 მარტს გასულ სიუჟეტს, რომელიც "ზესტაფონის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, სადღეისოდ შექმნილ ვითარებასა და გუნდის გადარჩენის გზების ძიებაზე მოგვითხრობს ...

26.03.2015

ზესტაფონი ფეხბურთს ემშვიდობება ...

 

25 მარტს “საქენერგოს” თანამშრომლებმა კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ზესტაფონში არსებულ საფეხბურთო ბაზას ...

23.03.2015

დუბლიორთა გამარჯვება ქობულეთში

 

23 მარტს გაიმართა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეერთე ტურის შეხვედრები. ქობულეთის სტადიონ "ჩელე-არენაზე" ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”შუქურას” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

22.03.2015

ჩემპიონატის მორიგი მატჩი "ჩელე-არენაზე"

 

2015 წლის 22 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რიგით ოცდამეერთე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქობულეთის სტადიონ "ჩელე-არენაზე" გამართულ მატჩში ადგილობრივმა ”შუქურამ” ”ზესტაფონს” პირველ გუნდს უმასპინძლა ...

20.03.2015

"ზესტაფონის" პრობლემები "მთავარ თემაში"

 

19 მარტს ტელეკომპანია "TV Sport"-ის ეთერში, ლევან ჯავახიშვილის თოქ-შოუ "მთავარი თემის" მორიგი გადაცემა გავიდა. ყურადღება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” არსებულ მდგომარეობაზე და კლუბის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქებაზე გამახვილდა ...

18.03.2015

მარცხი "ეროსი მანჯგალაძეზე"

 

18 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის რიგით მეოცე ტურის შეხვედრები გაიმართა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”სამტრედიამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა ...

18.03.2015

ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც საქმიანობს. გაზეთი "ჩვენი თამაში" გიორგის მიქაძეს გუშინ დაუკავშირდა და საკლუბო და სანაკრებო საკითხებზე ვრცლად ესაუბრა...

17.03.2015

სამტრედიელებთან მატჩის მოლოდინში

 

”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2015 წლის 18 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან...

16.03.2015

"ზესტაფონი" მარგვეთის საკათედრო ტაძარს ეწვია

 

ამ რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სამწვრთნელო შტაბის წევრები, ფეხბურთელები და გუნდის პერსონალი ქალაქ ზესტაფონში მოქმედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ...

15.03.2015

პრობლემა: კლუბის ანგარიშზე ერთი ლარიც არაა!

 

"ზესტაფონში" უმძიმესი ფინანსური სიტუაციაა. ფეხბურთელებს ორი თვეა, ხელფასი არ აუღიათ. კლუბის ხელმძღვანელობამ როგორღაც გამოძებნა თანხა და გუშინდელ მატჩს ჩაშლა აღარ დამუქრებია.., "ლელო" "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა ...

14.03.2015

დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტური

 

14 მარტს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

13.03.2015

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

 

იმერულ-ქვემოქართლური დაპირისპირების დასრულების შემდეგ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის კონფერენც-დარბაზში გაიმართა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, რომელზეც ”ზესტაფონს” გიორგი მიქაძე, ხოლო ”სიონს” ლადო ბურდული წარმოადგენდნენ ...

13.03.2015

ზესტაფონელთა მე-300 გამარჯვება უმაღლეს ლიგაში

 

მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი, რიგით მეცხრამეტე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ”ზესტაფონმა” ბოლნისის ”სიონს” უმასპინძლა ...

12.03.2015

"ზესტაფონი" და "ზესტაფანები" ერთად არიან

 

დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ "ზესტაფონის" ქომაგებმა, გუნდისა და გულშემატკივრის ერთიანობის ხაზგასასმელად, გიორგი მიქაძესა და გიორგი ილურიძეს გადასცეს მაისური, რომელსაც წარწერა "ზესტაფანი" და სიმბოლური "12" ნომერი ამშვენებს...

12.03.2015

იმერელთა ვარჯიში "დავით აბაშიძეზე"

 

ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.ზემოიმერელთა დამრიგებლის გიორგი მიქაძის განკარგულებაში თითქმის ყველა ფეხბურთელი გახლდათ ...

10.03.2015

"სიონთან" მორიგი შეხვედრის წინ

 

”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2015 წლის 13 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის ”სიონს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ ...

09.03.2015

ინტერვიუ მათე კვირკვიასთან

 

ბოლო დროის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი მათე კვირკვია თვალთახედვის არედან გაქრა... და აი, მოულოდნელად, კვირკვიამ ითამაშა თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში და გიორგი მიქაძის გაწვრთნილ "ზესტაფონს" საგოლე პასითაც შეეწია ...

07.03.2015

დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტური

 

6 მარტს გაიმართა დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტურის შეხვედრები. ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”დინამოს” მეორე გუნდს ესტუმრნენ ...

05.03.2015

დაძაბული მატჩი "დინამო-არენაზე"

 

5 მარტს გაიმართა XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. თბილისის სტადიონმა "დინამო-არენამ" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის შეხვედრას უმასპინძლა - ადგილობრივი "დინამო" ”ზესტაფონს” დაუპირისპირდა ...

05.03.2015

ინტერვიუ გიორგი ილურიძესთან

 

"ზესტაფონის" 23 წლის ფორვარდ გიორგი ილურიძისთვის საჩხერის "ჩიხურასთან" შეხვედრა განსაკუთრებული იყო. მის მიერ სტუმართა კარში გატანილი გოლი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ზესტაფონური გუნდებისთვის მე-1000 გამოდგა ...

04.03.2015

თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ სათქმელი

 

5 მარტს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში ”ზესტაფონი” მოქმედ ჩემპიონს, თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება. სტადიონ "დინამო-არენაზე" მარგველთა და დინამოელთა რიგით მე-35 საჩემპიონატო დაპირისპირება გაიმართება ...

03.03.2015

ათასი გოლისა და ათასზე მეტი ქულის ამბავი

 

1 მარტს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის ”ჩიხურას” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 77-ე წუთზე ”ზესტაფონის” ფორვარდმა გიორგი ილურიძემ გაიტანა გოლი, რომელიც მარგველთათვის უმაღლეს ლიგაში გატანილი რიგით მე-1000 გამოდგა ...

02.03.2015

დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტური

 

2015 წლის 2 მარტს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საჩხერის ”ჩიხურას” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს ...

01.03.2015

მე-1000 გოლი და ფრედ დასრულებული დერბი

 

2015 წლის 1 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მარგველთა დაპირისპირებაში ”ზესტაფონმა” საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლა ...

28.02.2015

შეხვედრა ზესტაფონელ გულშემატკივრებთან

 

დღეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზმა ძალიან საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა - "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი და მარგველთა დამრიგებელი გიორგი მიქაძე გულშემატკივართა კლუბის წევრებს შეხვდნენ...

27.02.2015

მარგველთა მორიგი დერბის მოლოდინში

 

”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისთვის ემზადება. 2015 წლის 1 მარტს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის წელს გასამართ პირველ საშინაო, რიგით კი მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საჩხერის ”ჩიხურას” უმასპინძლებენ ...

25.02.2015

"ლელოს" პუბლიკაცია

 

არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ ზესტაფონიდან - მართალია, კლუბი მაინც ჩაება საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, მაგრამ ახლა საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა გუნდი მიმდინარე პირველობის უპრობლემოდ ჩამთავრებას ...

22.02.2015

დუბლიორთა ფრე ლანჩხუთში

 

2015 წლის 22 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთექვსმეტე ტურის მატჩები. ლანჩხუთში ადგილობრივი ”გურიას” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს ...

21.02.2015

მატჩი "ევგრაფი შევარდნაძეზე"

 

2015 წლის 21 თებერვალს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. მეორე წრის სასტარტო, რიგით მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში ”ზესტაფონი” ლანჩხუთს ესტუმრა და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ ”გურიას” დაუპირისპირდა ...

20.02.2015

მარგველები ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში

 

21 თებერვალს ”ზესტაფონი” პირველობის საგაზაფხულო სტადიის სასტარტო მატჩის გამართავს. ჩვენი კლუბის ღირსებას, 12 ისეთ ფეხბურთელთან ერთად, ვისაც იმერელთა პირველსა და მეორე გუნდებში აქამდეც უასპარეზია, 14 ახალწვეულიც დაიცავს ...

19.02.2015

ლანჩხუთელებთან მორიგი მატჩის წინ

 

”ზესტაფონი” პირველობის მეორე წრის სასტარტო მატჩისთვის ემზადება. შაბათს, 21 თებერვალს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში, მარგველები ლანჩხუთის "გურიას" ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან ...

17.02.2015

XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის კალენდარი

 

სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებამ უმაღლესი ლიგის კლუბებს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის კალენდარი დაურიგა. მიმდინარე პირველობის მეორე ნახევარი სტარტს 21 თებერვალს აიღებს და 22 მაისს დაგეგმილი ოცდამეათე ტურით დასრულდება ...

16.02.2015

ჩემპიონატის განახლებისათვის მზადების რეჟიმში

 

”ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი პროცესი კვლავაც თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კომპლექსის მოედანზე მიმდინარეობს ...

14.02.2015

ზესტაფონელ დუბლიორთა მზადების შესახებ

 

”ზესტაფონის” პირველი გუნდის მსგავსად, ზამთრის პაუზის შემდეგ სეზონის განახლებისათვის დუბლშემადგენლობაც ემზადება. ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში ზესტაფონელთა რეზერვისტებს ადგილობრივი სპეციალისტი თამაზ გაბრიჭიძე უხელმძღვანელებს ...

11.02.2015

გამარჯვება რუსთავში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში

 

2015 წლის 11 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი, რიგით მესამე ამხანაგური შეხვედრა გამართა - რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" გამართულ მატჩში ზემოიმერლები ადგილობრივ ”მეტალურგს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 2-0 დაამარცხეს ...

09.02.2015

ინტერვიუ გიორგი ილურიძესთან

 

მართალია, ”ზესტაფონის” თავდამსხმელმა გიორგი ილურიძემ პირველ წრეში ბოლომდე ვერ აჩვენა ის თამაში, რასაც მისგან გულშემატკივარი ელის, მაგრამ ისიც ნათელია, რომ მისი პოტენციალის ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში თითებზეა ჩამოსათვლელი ...

07.02.2015

ამხანაგური მატჩი თბილისელ სტუდენტებთან

 

2015 წლის 7 თებერვალს ”ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მარგველები პირველი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელ ”სტუ-ნორჩ დინამოს” დაუპირისპირდნენ ...

06.02.2015

იმერლები მზადებას განაგრძობენ

 

”ზესტაფონი” საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. დღევანდელი ვარჯიში მცირე მოთელვით დაიწყო, რომლის შემდეგაც ყურადღება დაცვის ფაზაში მოქმედებათა კოორდინაციაზე გათვლილ ტაქტიკური ხასიათის წვრთნაზე გამახვილდა ...

04.02.2015

წლის პირველი სპარინგ-მატჩი

 

2015 წლის 4 თებერვალს ”ზესტაფონმა” ახალ წელიწადში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები პირველი ლიგის წარმომადგენელ ”გაგრას” დაუპირისპირდნენ ...

02.02.2015

სიუჟეტი ტოქ-შოუ "არენაში"

 

გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტულ ტოქ-შოუ ”არენაში” 2 თებერვალს გასულ სიუჟეტს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე და გუნდში სადღეისოდ შექმნილ ვითარებაზე მოგვითხრობს...

31.01.2015

"ჩვენი თამაშის" პუბლიკაცია

 

"ზესტაფონს" ძნელი დროება კი უდგას, მაგრამ აქვს იმის რესურსი, რომ უძლიერესთა რიგებში ადგილი შეინარჩუნოს. გუნდის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა გიორგი მიქაძე დაინიშნა, რომელიც წლებია გუნდში მუშაობს. იგი სეზონის მეორე ნახევარს საკმაოდ ოპტიმისტურად ხვდება ...

29.01.2015

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს სიუჟეტი

 

გთავაზობთ ”რუსთავი-2”-ს საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში” 28 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც "ზესტაფონში" შექმნილ ფინანსურ მდგომარეობაზე და იმერული გუნდის სეზონის განახლებისათვის მზადების დაწყების შესახებ მოგვითხრობს ...

28.01.2015

ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან 

 

27 იანვარს "ზესტაფონმა" პირველად ივარჯიშა ახალი დამრიგებლის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით. 34 წლის მწვრთნელს მართლაც დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს საიმისოდ, რომ გუნდმა მიზანი გადაჭრას და სულ მცირე, უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნოს ადგილი ...

28.01.2015

ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან 

 

"ზესტაფონი" სეზონის განახლებისთვის მზადებას შეუდგა. როგორც იქნა, დასრულდა გაურკვევლობა, რომელმაც იმერული კლუბის გულშემატკივრები ძალიან დაღალა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კლუბის გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გავესაუბრეთ ...

27.01.2015

2015 წლის პირველი ვარჯიში

 

გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც 27 იანვარს გამართული მარგველთა ვარჯიშის მიმდინარეობაზე მოგვითხრობს. ამავე მასალაში შეგიძლიათ იხილოთ "ზესტაფონის" ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის მცირე ინტერვიუ...

27.01.2015

”ზესტაფონი” მზადებას შეუდგა

 

”ზესტაფონი” ჩემპიონატის მეორე წრის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი 27 იანვარს შეიკრიბა - ზამთრის არდადეგებისა და კლუბში განვითარებული ამბების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე კლუბის ბაზაზე გაიმართა ...

24.01.2015

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” გადაცემა ”სპექტრში” მიმდინარე წლის 23 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც "ზესტაფონის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, სადღეისოდ შექმნილ ვითარებასა და გუნდის გადარჩენის გზების ძიებაზე მოგვითხრობს ...

21.01.2015

ბაზისა და სტადიონის გადაბარების პროცესი იწყება

 

"ზესტაფონის" ბაზა და დავით აბაშიძის სახელობის მთავარი სპორტული არენა მალე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა. გადაბარების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის თაობაზე "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა...

19.01.2015

სიუჟეტი პირველი არხის ტოქ-შოუ "არენაში"

 

გთავაზობთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სპორტულ ტოქ-შოუ ”არენაში” მიმდინარე წლის 19 იანვარს გასულ სიუჟეტს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" განვითარებულ მოვლენებსა და სადღეისოდ შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მოგვითხრობს...

14.01.2015

გაზეთი "ლელო": ითამაშებს "ზესტაფონი" მეორე წრეში?

 

12 იანვარს "ზესტაფონის" ოფისში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა - საუბარი შეეხო "ზესტაფონის" მომავალს, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ ფურცელზე არსებობს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ზესტაფონში ფეხბურთის გადარჩენა ...

12.01.2015

„ზესტაფონის“ ოფისში გუნდის მომავალზე იმსჯელეს

 

დღეს „ზესტაფონის“ ოფისში გუნდის მომავლის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა - კლუბში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით სასაუბროდ კლუბის მფლობელი ილია კოკაია, იმერეთის მხარისა და ზესტაფონის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ ...

10.01.2015

ამინდმა გეგმებში კორექტივები შეიტანა

 

საზოგადოების მხრიდან ჩვენს კლუბში შექმნილი ვითარებისადმი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა შეხვედრა "ზესტაფონის" მფლობელთან 12 იანვარს გაიმართება ...

09.01.2015

რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე?

 

8 იანვარს ,,დავით აბაშიძეზე“ გულშემატკივრები შეიკრიბნენ... ბოლო დროს საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ზესტაფონი" ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დადგა. ჯერაც უცნობია, მიიღებს თუ არა გუნდი მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ...

08.01.2015

"მსოფლიო სპორტის" პუბლიკაცია

 

ქვეყნის ორგზის ჩემპიონი დაშლის საშიშროების წინაშე დგას. ,,ზესტაფონში“ შექმნილი რთული ვითარებით შეშფოთებული გულშემატკივრები 8 იანვარს ,,დავით აბაშიძეზე“ შეიკრიბნენ. ისინი გუნდის გადასარჩენად ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ ...

08.01.2015

ტელეკომპანია "არგოს" სიუჟეტი

 

გთავაზობთ რეგიონალური ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილი კატასტროფული ვითარების გამო დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე და შემდგომ ზესტაფონის ქუჩებში დღეს მომხდარი ამბების შესახებ მოგვითხრობს ...

08.01.2015

ზესტაფონელები ფეხბურთის გადარჩენას მოითხოვენ!

 

8 იანვარს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფეხბურთის მოყვარულები შეიკრიბნენ. "ზესტაფონში" შექმნილი ვითარებით შეშფოთებულმა ზემოიმერელმა ქომაგმა ხელისუფლებისაგან გუნდის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა ...

06.01.2015

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

 

გია გეგუჩაძემ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ადრე შეგვპირდა და სიტყვა შეასრულა. გეგუჩაძესთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს ახლა, როცა ქართულ ფეხბურთს უმძიმესი დროება უდგას ...

 

 

 

 

 

 





 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2015