ბოლნისელებთან მოგებული მატჩის შემდეგ იმერლებმა ერთი დღე დაისვენეს, გუშინ კი ზესტაფონში შეიკრიბნენ და ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მეექვსე ტურის შეხვედრას მარგველები 20 სექტემბერს გამართავენ - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს.
უნდა ითქვას, რომ "ზესტაფონი" ქობულეთელებს ოფიციალურ შეხვედრებში არასდროს შეხვედრია. შესაბამისად, მატჩი, რომელიც შაბათს გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება, ამ გუნდების სადებიუტო დაპირისპირება იქნება. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური ქობულეთელებთან მატჩის პირდაპირ ონლაინ-რეპორტაჟს ჩვენს ინტერნეტ-საიტზე შემოგთავაზებთ.
მანამდე კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...