მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ და დღეს გუნდმა თითოჯერ ივარჯიშა, ხვალ კი ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება - ერთმანეთს "ზესტაფონი" და მარტვილის "მერანი" დაუპირისპირდებიან.
როოგორც მოგეხსენებათ, მზადების ამ ეტაპზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა რიგებს დააკლდნენ ნახევარმცველები ვახტანგ ჭანტურიშვილი და ლევან შარიქაძე და მცველითედორე გრიგალაშვილი. სამივე ეს ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელ თემურ ქეცბაიას სპეციალურ სანაკრებო შეკრებაზე ჰყავს გამოძახებული.
სამაგიეროდ, ზემოიმერულ კლუბს შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ზესტაფონელთა ახალწვეული გიორგი ილურიძე. რაც შეეხება მარტვილელებთან ხვალინდელ შეხვედრას, ის კლუბის ბაზის პირველ მოედანზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გუნდის ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...