ორდღიანი დასვენების შემდეგ, გუშინ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას მარგველები 2 ნოემბერს გამართავენ - მცხეთის სტადიონ "მცხეთა-პარკზე" საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" დაუპირისპირდება.
ვეტერინარებთან დაპირისპირებისათვის ზემოიმერლები ფაქტიურად სრული შემადგენლობით ემზადებიან. ერთადერთი გამონაკლისია კახა მეშველიანი, რომელიც ტრავმას ჯერაც იშუშებს. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის გარემოება, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ლაშა გვალია, რომელსაც კუნთის დაზიანების გამო ერთი თვე გაუცდა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონის ბაზაზე გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს ...